ჟურნალისტი გიორგი მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებზე წერს. მას ერთ-ერთი ახლობლის მაგალითი მოჰყავს, რომელსაც ყველაფერი გაუყიდეს, ბოლოს კი ციხეში დაიჭირეს. გიორგის თქმით, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანს ვერაფერი გამოასწორებს.
„რახან ტოტალიზატორებზე და მაზიანებზეა თემა, ერთ მაგალითს, მოთამაშე – ლუდომანთან დაკავშირებით მეც მოვყვები…
„ფრენდებში“ მყავს ეს პირდაფჩენილი გოიმი, თუ წაიკითხავს ამ პოსტს, მაქსიმუმ მიკბინოს.
კაროჩე, რანაირ მოთამაშეს არ შევხვედრივარ, მარა, ეს იმენა ანტიკვარი იყო….
ე.ი. ზონაზეა ტიპი და პრისტავკებს უბერავს, იმის დედა ვატირე… ლარიანი სნიკერსით იწყებს და 100 ლარიანი პარტიის დავით ამთავრებს…
36 ათასი წააგო, ჩაუბარეს…
კიდე 25 ათასი წააგო, სახლი გაყიდეს, ისიც ჩაუბარეს და კაროჩე ძალიან ვტისკავთ უკვე, არ ვათამაშებთ, იმენა დავყვებით ყველგან… ჰოდა, ღამე გამძვრალა ჩუმად და წაუგია 900 ლარამდე..
მივჯირყვნეთ რასაც ჰქვია, წავეხმარეთ ბოლოჯერ ჩვენც და ბრახ რაღაც დააშავა და გააკარცერეს…
გაგვიხარდა ერთი 10 დღე დაისვენებს, ცოტა „გაუგრილდება ჩაინიკი”, თურმე სადა ბანაობ…
ამ კუტუმ იქაც ითამაშა და „იასნია“ წააგო.
ჰოდა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ავადმყოფს ლოგინი კი არა, კუზიანს სამარე კი არა, მოთამაშეს არ შველის არც ანტირეკლამა და არც ასაკობრივი ზღვარი…
@ლე რომ ხარ და წინ არ იყურები, მაგას ვერც ტალახაძის შტერული წამოძახილი შეცვლის და ვერც ღარიბაშვილის ერთი შეხედვით კარგი ინიციატივა…
თორემ აგერ მე და აგერ თქვენ… მაგათი რულეტიც დავლეწე…“, - წერს გიორგი მგალობლიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„მივედით იქამდე, რომ სამარცხვინოდ, უტიფრად ტრანსპორტიც გააძვირეს“ - მაკა ჩიჩუა
ეკლესიის უხუცესი დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე გარდაიცვალა
რა მოვლენები და სასწაულები გველოდება 2022 წელს - წინასწარმეტყველების პროგნოზები