საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში მამის გარდაცვალების დღეს იხსენებს და ემოციურ წერილს წერს.
„სიკვდილამდე ხუთი დღით ადრე, ექვსი წლის წინ, ზუსტად დღეის სწორს, მამაჩემი და მე პატარა, რძისფერ პალატაში ვიწექით.
- გინდა ახლა ახორში ვიყოთ და ძროხას ვწველიდეთ? - მკითხა უცებ მამაჩემმა.
- არ მინდა! - ვიცრუე მე და ცრემლი ჩავიბრუნე.
- ჩხრრ, ჩხრრ! - წაიჩურჩულა მამაჩემმა და გადაბრუნდა.
რაც უნდა ლექსები ვწეროთ სიცოცხლეზე, მის სიყვარულზე, ამ მოკლე დიალოგს ვერ გავუსწორდებით. ასე მგონია ახლა, ექვსი წლის შემდეგ, დღეის სწორს, საათებით ცოტა გვიან“, - წერს გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇