„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარი მამა პეტრე კოლხია.
მამა პეტრე ანუ... პროტესტი.
რით ხართ ცნობილი... მამა პეტრეობით.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... ვაფრენ.
მაღიზიანებს... უმეტესად არაფერი.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... რატომ არ მიდიხარ ეკლესიიდან?
ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა, რომ მქონდეს... თავისუფლება.
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ... ტელეფონი.
90-იანებიდან ყველაზე მეტად რისი/ვისი გახსენება გთრგუნავთ?... ჯაბა იოსელიანის.
საუკეთესო მრჩეველი... ჩემი საკუთარი თავია.
რაზე ფიქრობთ, როდესაც მარტო რჩებით... რა ბედნიერებაა, როცა ხარ მარტო და საკუთარი თავი გეკუთვნის.
მშურს... საკუთარი თავის.
ღმერთს, რომ შევხვდები ვკითხავდი.... იმ კითხვას, რაც ღმერთთან მაქვს მხოლოდ ღმერთს ვკითხავდი.
ღმერთი, რომ ვიყო... მიწაზე ვივლიდი და იმ ადამიანებს, რომლებიც მართლმადიდებლობას იბრალებენ და ქრისტეს სიყვარულს ვეტყოდი, რომ მე ისეთი არ ვარ, ვინც მათ სწამთ.. (???)
სოციალური ქსელი ჩემს ცხოვრებაში არის... ადამიანებთან კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება.
ვტირი... როდესაც ძალიან ბედნიერი ვარ.
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ... რომ ვარ სააკაშვილის აგენტი.
იუნა შაფათავას დატოვებული შეკითხვა მამა პეტრეს... სიცოცხლის ბოლო დღეს როგორ გაატარებდი? აუცილებლად გააზრებულ სინანულში, შორს, სადმე გამოქვაბულში.
მამა პეტრეს კითხვა „დაიჯესტი“ ბლიც-ინტერვიუს შემდეგ რესპონდენტს... რატომ არ ცდილობს იცხოვროს ისე, როგორც მას სურს და რატომ აქცევს საზოგადოების აზრს დიდ ყურადღებას.
✅აგრეთვე დაგაინტერესებთ: