Digest Logo

სოლოლაკში ზვიგენი „გაჩითე“ და გლდანში ბიტკოინი - გურული

1604902566
გურული ზურაბ

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული გუშინ მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან ივანიშვილი ნიჭიერ პიროვნებად მონათლა და მისი „დამსახურებები“ შეახსენა:

„ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, შეიძლება ითქვას, რომ სასწაულმოქმედი. ინტელექტითა და კლასით მოყელყელავე თბილისურ ელიტას ლაგამი ამოსდე; ქალამანებისა თუ ფოსტალების ინტელექტის მქონე არარაობები მთავრობად დაუსვი; თავმომწონე პროფესიონალებს საკუთარი თავმოყვარეობა უმარილოდ შეაჭამე; სოლოლაკში ზვიგენი გაჩითე და გლდანში ბიტკოინი, მაგრამ ეგ არაფერია იმასთან შედარებით, სრულიად სხვადასხვა პლატფორმაზე მდგომი, სრულიად სხვადასხვა წარსულისა და პრინციპების მქონე ადამიანები რომ შელახული ღირსების ირგვლივ გააერთიანე.ნამეტანი ნიჭიერი კაცი ხარ, ბიძინა ბატონო, ნამეტანი“, - წერს გურული.


  • აგრეთვე წაიკითხეთ:

თვალებში უმიზნებენ პირდაპირ.. - ჟორჟოლიანი ახალგაზრდებს მიმართავს

გაზგარეული წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, ვის გჯერათ, რომ საკომენდანტო საათი ადამიანების ჯანმრთელობას უკავშირდება? - სარიშვილი

თუ ცოცხალი ხარ, საავადმყოფოში არ გაწვენენ - ემიგრანტი