Digest Logo

🎥 სოსო პავლიაშვილის ემოციური შესრულება - „ბოლო ამოსუნთქვამდე გემსახურები, ჩემო სამშობლოვ“

1622033259
მომღერალი სოსო პავლიაშვილი

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. 26 მაისთან დაკავშირებით საქართველოში სხვადასხვა სახის ღონისძიება დილიდან მიმდინარეობს.

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი პატრიოტულ სიმღერას - „სამშობლო“ ასრულებს და წერს, რომ:

„დღეს, 26 მაისი, ჩემი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა! პატარა, ღვთიური ქვეყანა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ სამყაროს შექმნაში. საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება ნათელი სანთელი ქარიშხლიან სამყაროში. სანთელი, რომელსაც სიმშვიდე და ღიმილი მოაქვს, ასევე ღვთის მადლის გრძნობა!
მთელ მსოფლიოს, გთხოვთ, ილოცოთ საქართველოსთვის, ილოცოთ ყველა ჩვენგანისთვის, რომ თქვენი ლოცვები, როგორც თოვლივით თეთრი მტრედები, გაფრინდნენ მთელ მსოფლიოში, რაც ბედნიერებას, სიხარულს და იმედს მოუტანს. ყველა დაბრუნდებით!

საქართველო! მე ყოველთვის გემსახურებოდი ჩემი შემოქმედებით, ჩემი გულისცემით და ამას გავაკეთებ ბოლო ამოსუნთქვამდე.

ჩემთვის უდიდესი პატივია და საუკეთესო ჯილდოა, თუ სცენაზე გასვლამდე იტყვიან: „ნამდვილი ქართველი!“
მადლობა, ჩემო კარგო საქართველო, ყველაფრისთვის. მე შენს საყვარელ სიმღერას „თავისუფლებას“ ვუძღვნი.“