სტალინის ძეგლს, რომელიც გორის სოფელ ვარიანში გუშინ დადგეს, წითელი საღებავი შეასხეს.
ფოტოს და ინფორმაციას სოციალურ ქსელში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
„ღამით ვარიანში სტალინის ძეგლი წითლად შეღებეს“, - წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
შეგახსენებთ, რომ ვინ არის ძეგლის დადგმის ინიციატორი ამ დრომდე უცნობია, თუმცა როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, სტალინის ქანდაკება მათი სურვილით აღმართეს.
უცნობია, ჰქონდათ თუ რა ადგილობრივებს შესაბამისი უწყებიდან ძეგლის დადგმის ნებართვა.
ფაქტის შესახებ ადგილობრივ მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადგილობრივები სტალინის ძეგლის გარშემო სკვერის მოწყობასაც გეგმავენ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ძალიან უხდებით...“ - ნახეთ, როგორ გამოიყურებიან სალომე ღვინიაშვილი და მისი მეუღლე (ფოტო)