Digest Logo

ახალციხეში გამართულ ქელეხში კორონავირუსით 41 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის არიან ორსულები და ბავშვები

1629556343
ქელეხი

ახალციხის სოფელ ურაველში კორონავირუსი 40-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გავრცელების წყარო დაახლოებით, 10 დღის წინ თანასოფლელის დაკრძალვაა. მათი თქმით, ქელეხის სუფრა ჭირისუფლებს ეზოში ჰქონდათ გაშლილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, 5 მათგანი, მდგომარეობის სირთულის გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

„იყო ქელეხი. 84 წლის ქალს პატივი ვეცით, გავასვენეთ, რაც ძალიან ძვირად დაგვიჯდა. 9 აგვისტოდან დაიწყო ქელეხის კლასტერი. 9 აგვისტოდან დღემდე დასნებოვნდა 19 ოჯახის 41 წევრი. ინფიცირებულია 1 წლამდე 1 ბავშვი. ის გადაყვანილია სტაციონარში. 2 ორსულიც გადაყვანილია სტაციონარში. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ამბობს სოფელ ურაველის კლინიკის ექიმი, ჯულიეტა კაპანაძე ტელეკომპანია „ფორმულასთან“.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი არჩევანი - ვიბრძოლეთ და მოვიგეთ ჩვენი ომი" - თამუნა თანდაშვილი

🔵„ლევან რატიანმა უკვე წინასწარ იცის, რომ ლელა წურწუმიას 2 კვირით ტოვებს კოვიდკლინიკაში!" - თამო კეშელავა

🔵დედისთვის მოპარული ბრილიანტის ბეჭედი, მეგობარი ქალები და ცხოვრების რთული პერიოდი - დათუნა მგელაძის პირადი