დავით პაპასკირი კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ღუდუშაურის კლინიკაში, აიტის პოზიციაზე მუშაობდა. ახალგაზრდა ბიჭს ოჯახის წევრები და მეგობრები სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან და სამძიმრის წერილებს წერენ.
ცნობისთვის, გარდაცვლილ დავით პაპასკირს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა.
„მიყვარხარ… დანარჩენი ჩვენმა გულებმა იცის “.
„ვერ ვიჯერებ ახლაც. ბოლო წუთამდე იმედი მქონდა... რატო? ღმერთო, რატო წაგვართვი, რატო წაიყვანე, რატო?სული გამეყინა. ეს რა დიდი ტკივილი ხარ.. ხომ დაგვპირდი რომ იბრძოლებდი დათო, რატო წახვედი. ელიმ და მე მოვილაპარაკეთ სანამ შენ არ დაგულებდი ელენიკოს „სთორებს“ არაფერსაც აღარ დავდებდით... ახლა რა ვუთხრა ელის ? ყოველ დღე რომ გამოხატავდი მის მიმართ სითბოს და სიყვარულს, გიოს რომ უყურებ გული მიკვდება აქეთ გვამხხნევებს ჩვენ ყველას და მე ხომ ვიცი მის გულში ახლა რა ხდება. შენ ყველგან და ყოველთვის მაინც ჩვენ გვერდით იქნები, სადაც არ უნდა იყო. მშვიდობით, შეხვედრამდე“.
„რატომ? რატომ დაგვტოვე? ეს რატომ გაგვიკეთე. ვინ მოვა აწი ჩემთან სახლში ვინ გამაცინებს, ვინ იჩხუბებს, ვინ მოჰყვება უაზრო ისტორიებს, ვინ დაჯდება შენს ადგილას? იმდენი გეგმები გვქონდა 5 მუშკეტერებს, ახლა სად წავიდეთ მარტო ? როგორ დავიჯერო რომ აღარ ხარ? საუკეთესო ძმა, მეგობარი იყავი. შენ ჩვენი გული თან წაიღე... ალბათ მალე ერთმანეთს შევხვდებით, მიყვარხარ“, - ემშვიდობებიან გარდაცვლილს ახლობლები.
ასევე დაგაინტერესებთ👇