სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი უცნაურ და სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც ტაქსის მძღოლთან ერთად გადახდა. „დაიჯესტი" გთავაზობთ ახალგაზრდა ქალის პოსტს.
„ტაქსიში ჩავჯექი. ღრმაღელის მეტროსთან მინდა-მეთქი და კარგიო. ვიარეთ, ვიარეთ, მივედით და ვერ აჩერებს. მაგარი იწვალა და გააჩერა. ვრეკავ ქალთან, რომელსაც უნდა შევხვედროდი.
მეთქი- აქ ვარ უკვე, აბა სად დგახარ..
-აქვე ვარ მეც, ვერ გხედავო.
-აბა ხელი დამიქნიე, აბა აქეთ გამოიწიე და რაღაცების მერე მძღოლმა შუბლზე მიირტყა ხელი - უი მეტრო გურამიშვილთან ვართო.
წავედით, ვიარეთ ვიარეთ, მივედით როგორც იქნა. ვურეკავ ისევ ამ ქალს გავიყინეო. მეთქი მოვედით (გრძლად ვუთხარი რა საყვარლად, ვეტენები, მეშინია) - ვერ გხედავო! დიდი ხანი ვეძებეთ ერთმანეთი და ვერ ვიპოვეთ. სარაჯიშვილთან მისულა ახლა ეს მძღოლი.
გავაგრძელეთ გზა და იმ ქალს ვატყუებ, მეთქი აი დავდივარ და გეძებ, ეტყობა ცუდად დგახარ- მეთქი…
ბოლოს მივაღწიე როგორც იქნა საოცნებო ღრმაღელემდე და ახლა ის ქალი მირეკავს - „მაპატიე ნინიკო, ახმეტელთან ამოვსულვარ, შემეშალაო”.
ბოლო სერიაში ტაქსისტი და ეს ქალი ერთმანეთს გავაცანი. ჩემი აზრით და ყველა გათვლით ბედნიერები უნდა იყვნენ ერთად…”.
ასევე დაგაინტერესებთ👇
არველაძე თბილისის მერობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მორიგ სახალისო ვიდეოს აქვეყნებს
გია სურამელაშვილი ეზოს რწყავს – მომღერლის სახალისო ვიდეო, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
სასაცილო ამბავი 90-იანების ბოლოდან, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო