Digest Logo

„თამამად ვაღიარებთ მედიცინასა და მის მიღწევებს. რასაც ის გვთავაზობს, არის ღვთის საჩუქარი" - მამა ნიკოდიმოს ხვედელიძე

1629972117
მამა ნიკოდიმოსი

მამა ნიკოდიმოს ხვედელიძე Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან მედიცინის მიღწევებს ღმერთის საჩუქარი უწოდა.

„ჩვენს რელიგიას აქვს პრეტენზია უმაღლესი ჰუმანურობისა და უდიდეს პატივს სცემს მეცნიერებას. გამომდინარე აქედან, თამამად ვაღიარებთ მედიცინასა და მის მიღწევებს და რასაც ის გვთავაზობს, არის ღვთის საჩუქარი. ლკ 12:6-7: „განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღმერთის წინაშე. თქვენს თავზე კი თმებიც კი დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ". ღმერთი, რომელიც ერთ ჩიტსაც არ ივიწყებს, როგორ შეიძლება მის მსგავსად და ხატად ქმნილის უმრავლესი ნაწილი დაივიწყოს?! ამიტომ, მადლობა მას საჩუქრისათვის და მადლობა ყველა მედიკოსს შრომისათვის", - წერს მამა ნიკოდიმოს ხვედელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ვინ არის ნიგერიელი კაცი, რომელიც თბილისის მერობისთვის კენჭს იყრის

🔵„წვავენ ემიგრანტს. იქნებ დავეხმაროთ ოჯახს" - 68 წლის ემიგრანტი კორონავირუსით გარდაიცვალა

🔵ვინ იყო 24 წლის ახალგაზრდა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა (ფოტო)