იტალიაში მყოფი ქართველი ემიგრანტი, 68 წლის ელენე ხუციშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავზე წერს შოთო სიხარულიძეც.
„წვავენ ემიგრანტს. იქნებ დავეხმაროთ ოჯახს. გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში, კოვიდით.. ელენე ხუციშვილი, 68 წლის, გარდაცვლილების სიაში კიდევ ერთი სამშობლოს მონატრებული ემიგრანტი იქნება... აქ ემიგრანტის გარდაცვალება ძალიან მტკივნეულია, ძალიან მძიმე, უმძიმეს შრომაში და როცა სამსახურს ვერ შოულობენ ამ ტკივილ შვილებსაც არ ეუბნებიან, რომ გაუფრთხილდნენ არა და ძალიან მძიმე გზაა, სამშობლოს მიტოვებიდან ემიგრაციის ბილიკზე დადგომა,ის ბილიკი იშლება და უკან დასაბრუნებელი გზა უმრავლესობისთვის საერთოდ ქრება, მხოლოდ გაჩერებულ სიცოცხლით გაქვავებულ ცხედარს ვაბრუნებთ სამშობლოში... ნათელში იყოს შენი სული უთბილესო და უკეთილშობილესო, საოცარო ქალბატონო...
მეგობრებო, ვისაც რა საშუალება გაქვთ სიტყვიერი, გავლენა და არა ფინანსები, ჩავერიოთ ყველა რომ ჩვენი პატრიოტი, ქალბატონის ცხედარი სამშობლოში უბრკოლველად ჩამოსვენდეს და არ დაწვან, კრემაცია არ გაუკეთონ. საუკეთესო ადამიანი დავკარგეთ, ნაპოლის ემიგრანტებმა, რომელიც მართლა უზომოდ უყვარდა ყველას, თავისი ადამიანობის და კეთილშობილების გამო.
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. ჩვენო ძვირფასო ვერასოდეს დაგივიწყებთ შენ და შენს მიერ გაკეთებულ სიკეთეს, ყველასთვის გულკეთილი და გულმართალი რომ იყავი. სიტყვებმა ძალა დაკარგეს, რა უნდა თქვას ადამიანმა..... არ უნდა გვტოვებდეს ისეთი ადამიანი, როგორიც შენ იყავი უკეთილშობილესი, დაუსრულებლად ისაუბრებს მასზე ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი ოდნავ მაინც ჰქონდა შეხება ჰქონდა მასთან.. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.
ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ... მხოლოდ ფიზიკურად, თორემ ჩვენი ფიქრი სულ შენ გევლება თავს, გჯეროდეს, არასოდეს დაგივიწყებთ და არ მოგაკლებთ ლოცვასა და სანთელ-საკმეველს, შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ნეტავი გვყოლოდი, ცოცხალი გვყოლოდი, ნამდვილი და არა ასეთი ცრემლიანი, შენი ჩამსხვრეული სიკეთით ხელში, რა ლამაზი იმედი იქნებოდი ჩვენი.. რა ბედნიერი ვიქნებოდით, ცოცხალი რომ გვყავდე, ყოფილიყავი ამ ქვეყნად და გაგეხარა, ღმერთს ვთხოვთ, ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული", - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇