Digest Logo

თამარ, შენ გიხდი ბოდიშს პირადად მე - მასტერი

1608231265
ბაჩალიაშვილი და მასტერი

22 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გახმაურების საქმე ხუთთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა. პროკურატურა აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. 

გადაწყვეტილების გასაჩივრებას ოჯახი როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოში გეგმავს. პროკურატურის მიერ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დასრულებას ფეისბუკში რეპერი მასტერი ეხმაურება.

„ვიცი რასაც გამოიწვევს ეს პოსტი, მაგრამ მე მაინც ვიტყვი!!!

ეს იმ „ბილწი და ბოროტი“ მედიის ბრალია ყველაფერში „შეთქმულებას“ რომ ხედავენ და სიტუაციას 1000-ჯერ ამძიმებენ. ადამიანები, მსხვერპლთა ოჯახები შეცდომაში შეყავთ და სანამ მერე ყველაფერი „თეთრეულამდე“ არ მჟღავნდება არ ისვენებენ!

სანამ ამ საწყალი გოგოს ყველა პირადი თემა, არ განიხილეს, არ გადაღეჭეს, ნამდვილი თუ ტყუილი შეყვარებულები არ აყბედეს მანამდე არ მოისვენეს…

თამარ, შენ გიხდი ბოდიშს პირადად მე – იმ საზოგადოების ერთ-ერთი წევრი რომელიც ასე მოგექცა…“ – წერს მასტერი.