Digest Logo

„თბილისმა უნდა იცოდეს, რომ დავკარგეთ ადამიანი, რომელსაც ძველი თბილისი საკუთარ ხელში ეჭირა“ – სამწუხარო ამბავი

1631103831
რესტავრატორი

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ცირა ელისაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს,  ცნობილი რესტავრატორი, ძველი თბილისის მოამაგე, ზურაბ ოზმანოვი გარდაიცვალა.

„ამ კაცს უნდა იცნობდეთ! ზურაბ ოზმანოვი გუშინ კოვიდით გარდაიცვალა! წარმოუდგენელი სიკეთის ადამიანი, დინჯი, მშვიდი, უაღრესად დიდი პროფესიონალი. თოიძეში რესტავრატორების მთელი თაობების აღმზრდელი. როცა ვიგებდი, რომ შენობის ფასადის რესტავრაციას ზურაბ ოზმანოვი აკეთებდა მშვიდად ვიყავი. გუდიაშვილზე მნიშვნელოვანი შენობები მისი გაკეთებულია.

არაერთხელ მითქვამს, რომ გუდიაშვილზე ყველა დეტალი დაინომრა, სპეციალურ ყუთებში განთავსდა, სარესტავრაციო სახელოსნოში გადავიდა, აღდგა, გაიწმინდა და იგივე დეტალები დაუბრუნდა ფასადს-მეთქი, აი, ეს ყველაფერი ამ კაცმა და მისმა გუნდმა გააკეთეს.

ზურაბ ოზმანოვი შეუცვლელია.

თბილისმა, უნდა იცოდეს, რომ გუშინ დავკარგეთ ადამიანი, რომელსაც ძველი თბილისი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, საკუთარ ხელში ეჭირა, აღადგენდა, კურნავდა და სიცოცხლეს აგრძელებინებდა...

ზურაბ ოზმანოვი ნიშნავდა არამხოლოდ უკეთილშობილეს ადამიანს, არამედ პროფესიონალიზმს, ხარისხს! ამ კაცს უნდა ეცოცხლა, ეცოცხლა დიდხანს, ეცოცხლა თბილისისთვის და ახალი თაობებისთვის...

ბატონო ზურაბ, ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდით. ამ ქალაქს და მეც ძალიან გაგვიჭირდება უთქვენოდ.

მახსოვს, ყველა თქვენი სურვილი და გეგმა, რაზედაც არაერთხელ გვისაუბრია.. გპირდებით, რომ ბოლომდე დავიხარჯები..

როგორ ვნანობ, რომ თქვენს შესახებ თბილისს თქვენს სიცოცხლეში არ მოვუყევი…

ნათელში იყავით და შეხვედრამდე“,- წერს ელისაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ქმარი მეუბნება, გიორგი სადაა? არ მოსულაო?“ - რა ამბავს იხსენებს ფხაკაძე?

🔵რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ექნებათ კარიერული წინსვლა სექტემბერში?

🔵„დავწერე საღვთისმეტყველო სტატია გამოთაყვანებული და უვიცი ანტივაქსერებისათვის“ - მამაოს მიმართვა აუცრელებს