„მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ჟურნალისტის, ნინო თარხნიშვილის მოყოლილ ამბავზე წერს. ამბობს, რომ თბილისში კუბოებისა და კატაფალკების დეფიციტია. ნიკა გვარამია საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ მოუწოდებს.
„ჩვენს ეთერში რადიო თავისუფლების არაჩვეულებრივი ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ჰყვება სრულიად კოშმარულ ისტორიას იმაზე, რომ თბილისში კუბოების და კატაფალკების დეფიციტია. აიცერით. გაიკეთეთ პირბადე. შეაჩერეთ ეროვნული კატასტროფა. გადარჩით და გადაარჩინეთ სხვაც", - წერს ნიკა გვარამია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ბოკერიას კლინიკის პირველი კომენტარი ორსული გოგოს გარდაცვალებაზე