Digest Logo

ტესტი უარყოფითია! და უფრო მაგარი ისაა, რომ... რას წერს თეონა ცხომელიძე?

1601293209
ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე - Digest.ge

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი 11 სექტემბერს დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ჟურნალისტის თქმით, ახალი პროტოკოლის მიხედვით, მას კლინიკიდან დღესვე გაწერენ:

„ტესტი უარყოფითია! და უფრო მაგარი ისაა, რომ ახალი პროტოკოლით დღესვე დავტოვებ აქაურობას“, - წერს ჟურნალისტი.