ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მომღერალ ლელა წურწუმიას ინფიცირების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, მომღერალმა ხალხმრავალი კონცერტი ლეგალურად ჩაატარა და „მისი დამუნათება, კონცერტის გამო, სამარცხვინოა.
„ლელა წურწუმიაზე
ლელა არის მომღერალი.
მე მომწონს, თუ არ მომწონს მისი სიმღერა, ის არის მომღერალი და სიმღერა არის მისი სამსახური.
კონცერტი არის ლელა წურწუმიას მუშაობა.
როცა კონცერტს ატარებს, ის კი არ ერთობა - მუშაობს, რომ ოჯახი არჩინოს.
კონცერტი, რაც მან ჩაატარა - ლეგალურად ჩაატარა.
მისი დამუნათება კონცერტის გამო და ნიშნის მოგება არის ისეთი სამარცხვინო, თქვენ მაგივრად მე მრცხვენია.
გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა მშრომელ ადამიანს.
ფოკუსი გაასწორეთ - მთავრობის ჩავარდნას სხვებს ნუ აბრალებთ."- წერს ჩერგოლეიშვილი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
„კი არ გიხარიათ ზოგიერთებს, მაგრამ მაინც“- როგორია მამულიჩას მდგომარეობა
ლელა წურწუმია კლინიკაში გადაიყვანეს - მომღერალს კოვიდი დაუდასტურდა
„რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია???“- რას წერს მამულიჩა