Digest Logo

„წარმოვიდგინოთ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაუვარდათ ანტივაქსერებს, მოგადგნენ ყველა აცრილს და…” – ხატია სიჭინავა

1628858342
სიჭინავა

ჟურნალისტი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ანტივაქსერებისა და აცრილების დაპირისპირებაზე საუბრობს.

„ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ძალაუფლება ხელში ჩაუვარდათ ანტივაქსერებს, მოგადგნენ ყველა აცრილს და ჩამოგართვეს ყველანაირი უფლება! ცხოვრების უფლება ! და ჩვენ, ვისაც მთელი ეს პერიოდი გვავიწროებდით საკუთარი აზრის გამო, ლამის გვდევნიდით და უფლება რომ გქონოდათ საერთოდ გაგვრიყავდით საზოგადოებიდან, რას ვიზამთ ამ შემთხვევაში? მე პირადად დავიცავ თქვენს უფლებებს რაოდენ გასაკვირად და დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს ეს, რადგან მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ ვინ ხართ თქვენ?! ახლად გამომცხვარი პროფესორი, ექიმი, ჯანდაცვის გურუ თუ სიცოცხლეზე ჩვენზე მეტად შეყვარებული? გიფიქრიათ მაინც? რატომ უნდა მქონდეს მე ის აზრი ჩემს სიცოცხლეზე, რაც შენ გაქვს შენსაზე? რამეში ოდესმე ემთხვეოდა ჩვენი აზრები? მოწამვლას, გრიპს ან ნებისმიერ დაავადებას, ერთნაირად და შეთანხმებულად ვმკურნალობდით?! განიცდიდი ოდესმე ჩემს ავადმყოფობას?! ოდესმე რამეზე მაინც შევთანხმებულვართ?! ვინ ხარ შენ და რა უფლებით მომიწოდებ ვიზრუნო ჩემს ან შენს ჯანმრთელობაზე?! ატყობთ რომ კვალდაკვალ მიყვებით დიდი ხნის წინ დასამარებულ სამედიცინო ფაშიზმს?! ეს ჩემი ბოლო სტატუსია (იმედია) ამ თემაზე. მე ვცხოვრობ ჩემი ცხოვრებით, სადაც თქვენი ადგილი ნამდვილად არ არის! თვითონ ვიზრუნებ საკუთარ თავსა და ოჯახზე ! ყველამ საკუთარ თავს მიხედეთ და ვინც გაიკეთეთ მოისვენეთ ! დაცული ხართ უკვდავების წყაროს მიაგენით დამტოვეთ ჩემს ბედისწერასთან მარტო და მორჩით ისტერიას, არ მოქმედებს ჩემზე ! დროა გაიგოთ, რომ საკუთარი მყარი აზრი და რწმენა გამაჩნია , რა არის ჩემთვის კარგი და ცუდი ! თქვენი ისტერიული წივილით მაინც არ შევიცვლი აზრს და ტყუილად ისე მაწუხებთ, როგორც ზაფხულის მშვიდ ღამეში კოღოს წუილი! გტოვებთ ყველას საკუთარ პოზიტივთან და ნეგატივთან! მე ვირჩევ სიცოცხლეს და არა ცოცხალ მიცვალებულად ყოფნას!”, - წერს ხატია სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„არასდროს ენდოთ ჩემი სახელით დაწერილ პოსტებს" - გიორგი ღოღობერიძე

101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

VIDEO: გლდანში ავარია მოხდა, მანქანაში შუახნის კაცი დაიწვა