ალბათ, გახსოვთ სამოქალაქო აქტივისტის, გიგა მაქარაშვილის, გუშინდელი პოსტი. გიგა წერდა, რომ ერთ-ერთ ქალს დახმარება სჭირდებოდა.
როგორც პოსტიდან გავიგეთ, ქალბატონმა შვილს თმა მოაჭრა, რათა ჩაებარებინათ და ფული ეშოვათ... სამწუხაროდ მოჭრილი თმა არ მიიღეს, უთქვამთ - უხარისხოაო.
დღეს, კი მაქარაშვილი სასიხარულო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ქალბატონს დაეხმარნენ. დიახ, კომუნალურები, ბინის ქირა და საკვები ცოტა ხნით ეყოფა ოჯახს და შესაძლოა, ქალბატონმა მუშაობაც დაიწყოს.
„გაგახაროთ?
ალბათ, შეგეფეთათ გვიან ღამით დაწერილი მძიმე ისტორია, გაჭირვებულ დედა-შვილზე.
რამდენიმე კეთილი ადამიანის დახმარებით, წლის ბოლომდე ბინის ქირაც გადახდილი აქვთ, კომუნალურები, საკვებიც ექნებათ და სამოსიც.
პატარა გოგოს თმა რომ გაეზრდება, საუკეთესო სტილისტები დავარცხნიან და დღეს თუ გაგვიმართლა სამსახურსაც დაიწყებს, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული, 29 წლის ქალი.
ჩემო კარგო ქვეყანავ“,- წერს მაქარაშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇