Digest Logo

„ზმეიკიანი“ პარკის კანდიდატი ვიყავი... თამუნა ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ვიყავი, გათიშულს მაბრუნებდნენ...“ - რას წერს კოვიდინფიცირებული ინეზა?

1629145495
თანდაშვილი

ალბათ, ყველამ ვიცით, კოვიდინფიცირებული თამუნა თანდაშვილი, რომელიც საავადმყოფოს რეანიმაციიდან ხშირად გვაწვდის ინფორმაციებს და გვიყვება იქ გატარებული დღეების შესახებ.

ისიც ხომ გახსოვთ, ქ-ბ ინეზა და მამო, მათზეც გვაწვდიდა ინფორმაციას. ჰოდა, ახლა თავად ქალბატონი ინეზა გვაწვდის სოციალურ სივრცეში ინფორმაციას.

მისი თქმით, კლინიკაში ყოფნის 33-ე დღეა.

„33-ე დღე
33 დღეა საავადმყოფოში ვარ...
ჯოჯოხეთი გავიარე, წუთითაც კი და ზმეიკიანი პარკის კანდიდატი ვიყავი. თავთან მელაგა გორა
გაუმარჯოს სიცოცხლეს! გულში გიხუტებთ მთელ საქართველოს, ბედნიერი დედა და ბებია ვარ, მყავს შესანიშნავი შვილები, შვილიშვილები, მეგობრები. ყველას წინაშე ქედს ვიხრი. ჩემს ნათესაობას, ვისაც ჩემმა ამბავმა ტორნადოსავით გადაუარა.

ქართველებო, ეს ომი უნდა მოვიგოთ, მისაბაძები გავხდეთ მსოფლიოსთვის. ჩვენი პატიოსნობით, წესრიგით, ღმერთის ღრმა რწმენით. ვასწავლოთ და ვისწავლით სიყვარულს. პატარ-პატარა დღესასწაულები მოვუწყოთ.
სტიმული მივცეთ.

ყველაფერი კარგად იქნება.

21-ე საუკუნე დაიწყო, თავისი გამოწვევებით.

უნდა შეგვეხოს. დავხვდეთ სწორად პანიკის გარეშე. წავა ბოლოს კოვიდი.

თამუნა... თანდაშვილი...

ჩემი დიდი შენაძენი, ღმერთმა მაჩუქა, ნახევრად მკვდარი ქალი ვიყავი, გათიშულს მაბრუნებდნენ და თამუნა გვერდით მომიწვინა და მიბრძანა, კეთილი ინებე, გამოფხიზლდი და ბავშვს მიხედე, ჰოდა...

ახლა წამოვდგები და ისეთს შემოვულაწუნებ-თქო გულში ჩავიკარი. ჩემი ოქროს გოგო, განათლებული, დახვეწილი, საინტერესო. ჩვენ არ ვუხსნით ერთმანეთს ეს უნდა აკეთო, როგორებიც ვართ. ჩვენ უკვე ერთი ოჯახი ვართ. არასოდეს გავუშვებთ ხელს.

მამაო

ჩვენი რეანიმაციის მფარველი. მარტვილის ღვთისმშობლის ტაძრის წინანძღვარი - ხვიჩა ცაავა.
კარებთან იწვა, მთელი დღე ლოცულობდა, უსაყვარლესი ადამიანი. ესეც ხომ სასწაულია თამუნა, ინეზა და მამაო...

არ ვიცი ჩემი 33 დღე მართლაც სასწაული გაცისკროვნებულია.

სიტყვა „ვაი“ არ მითქვამს, ვაკონტროლებდი.

ჰაი ჰაი კორონა! ფოიერვერკი ჩვენია.....

ჩემო კარგო ქვეყანა, არ მოიწყინო, ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთან არს ღმერთი!“- წერს ინეზა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„26 დღეა აქ ვარ... 10 წუთის წინ მოვიდა ექიმი და მითხრა...“ - ატირებული თამუნა თანდაშვილი და სასიხარულო ამბავი

„თქვენ მაგივრად მე მრცხვენია… “ - რას წერს ჩერგოლეიშვილი წურწუმიაზე

აცრა გავიკეთე გუშინ და იცით რა მოხდა? - რას წერს ფაიზერით აცრილი ქალი