Digest Logo

„ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის" – ნათელაშვილი გვარამიას უპირისპირდება

1633183080
გვარამია და ნათელაშვილი

პოლიტიკოსი შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას საჯაროდ დაუპირისპირდა. 

„მინდა გავაფრთხილო „ეგზიტპოლმაისტერი” ნიკა გვარამია. როგორც კი გამოაცხადებს ე.წ ვითომ იპსოსის ტრადიციულად ჩვენს მიმართ ხელისუფლებასთან სავაჭროდ გაყალბებულ ეგზიტპოლს, მიიღებს პასუხს და შემდეგ ცრემლების ღვრა, კნავილი და კომპლიმენტები არ უშველის“,- ამბობს შალვა ნათელაშვილი.

მოგვიანებით „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის ამ განცხადებას სოციალურ ქსელში „მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია გამოეხმაურა.

„ბატონო შალვა, რა ციფრებიც მომივა, იმას გამოვაცხადებ. თქვენსასაც და სხვისასაც. ასევე იზამს ედისონიც, დარწმუნებული ვარ. თქვენი მუქარაღა მაკლდა ახლა.

p.s ლეიბორისტებით როგორ უნდა ვევაჭრო მთავრობას? ჰაერს ვყიდი?" ,- წერს გვარამია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მიეცით ხმა გიორგი ფხაკაძეს, შემოხაზეთ ნომერი 100" - საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი არჩევნებში მონაწილეობს?

🔵VIDEO: „მინდა გამოვეხმაურო ძალიან ვაჟკაც პრეზიდენტს" - თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე

🔵ბეწვის ქურქი და მოდური ჩაცმულობა - გია სურამელაშვილი ცხოვრებაში პირველად არჩევნებზე მივიდა

🔵VIDEO: „ხმა მივეცი დეპოლარიზაციას" - სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა

🔵VIDEO: „სამწუხაროდ, ვერ გავთვალე გარკვეული რისკები" - რა შეემთხვა დავით ქაცარავას

🔵„ხმა მივეცი საქართველოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას" - არჩილ თალაკვაძე

🔵„ასეთი ბიულეტენებით აპირებენ ბათილობით მანიპულაციას... შეწყვიტეთ ეს მანიპულაცია" - ვის მიმართავს ნიკა გვარამია