„დიდ ბრიტანეთში კოვიდის საშუალო დღიური მაჩვენებელი 50 ათასია ანუ დაახლოებით იმდენი რამდენიც იყო 2021 წლის ზამთარში, მესამე ტალღის დროს.
მაშინ დღეში უკვდებოდათ 1 000 ადამიანი, დღეს იგივე რაოდენობის ავადობის დროს სიკვდილიანობა 50-ს არ აღემატება“, – ამის შესახებ ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, სამომავლოდ აუცილებელია მოსახლეობის 70% აიცრას, რათა მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ იყოს.
„ჩვენ თუ ავცრით ჩვენი მოსახლეობის 70%-ს, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, დღიური შემთხვევების რაოდენობა იყოს 1500-2000-ც კი, მაგრამ სიკვდილიანობა იქნება არა 20 ადამიანი, არამედ 1 ან 2 ადამიანი დღეში. ეს არის ვაქცინაციის ძალა! აიცერი და მიიღე მონაწილეობა პანდემიის დასრულებაში“, – წერს კულუმბეგოვი.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„პაციენტების 70%-ს, სავარაუდოდ, ინდური შტამი აქვს"-ლიკა მუმლაძე