Digest Logo

„არ იკეთებთ ვაქცინას? კი ბატონო, ხომ არ გეჩხუბებით, აგერ არის გამოსავალი“ - გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

1626680076
ფხაკაძე

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პირბადე ყველამ ატაროს.

„სიტყვები არ მყოფნის ამ სიახლის გადმოსაცემად - „ციტმედმა“ ციტმედი / Citmed საბავშვო პირბადეების ფასი 12 თეთრამდე დასწია. ვენაცვალე მაგათ! ეს არის ადამიანობა, პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული!

„ქვეყანა მაღაზია არაა, რომ დაკეტოთ და გააღო!“ – გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველო კვლავ ჩაიკეტება

გთხოვთ, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, შეიძინეთ და ბავშვებს ატარებინეთ! ეს არ არის რეკლამა, ეს არის აუცილებლობა! ვიმეორებ - არავითარი ბიზნესურთიერთობა და არც არანაირი ურთიერთობა არ მაქვს „ციტმედთან“.

პანდემიის პირობებში ერთადერთი გამოსავალი, რაც გვაქვს, არის სამედიცინო პირბადე. სხვა ყველა შანსი ამოწურულია. ეფექტური ვაქცინები არ გვაქვს, მაგრამ რომც იყოს და დღესვე რომ გაიკეთოს 3 მლნ მოსახლეობამ ვაქცინაცია თუნდაც „ფაიზერით“, შედეგი მხოლოდ თვე-ნახევარში იქნება.

მეგობრებო, თქვენი მეშვეობით ყველა ფარმაკომპანიაში ვაკონტროლებთ ხარისხს, სადაც სამედიცინო პირადეებს ყიდიან.

მე, გიორგი ფხაკაძე, ქვეყნის მექანიკური ჩაკეტვის წინააღმდეგი ვარ, რადგანაც სამჯერ ჩაკეტეს ქვეყანა და ვერაფერი ვისწავლეთ. ქვეყანას კეტავ მაშინ, როცა გაქვს შემდგომი ქმედებების გეგმა. ასე მაღაზიასავით დაკეტვა-გახსნა გამოსავალი არ არის. ქვეყანა ფინანსურად და ფსიქოლოგიურად განადგურდა.

ქვეყანა არ არის მაღაზია, დაკეტო-გააღო. ქვეყანას სჭირდება მართვა. სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია.

ჩემგან პოლიტიკოსი არ გამოვა, იმიტომ, რომ მე მიყვარს სიმართლე... არ შემიძლია ტყუილი, თვალთმაქცობა... იცით, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ყველამ ერთად?! ამ უნიათოების ჯინაზე ქვეყანა არ ჩავაკეტინოთ - გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე.

ნათელია, რომ არა აქვთ გეგმა, სტრატეგია, ხედვა...მერე ეს მერკანტილური მიზნები, კლანები, გეგონება 200 მეფე ეჩხუბება ერთმანეთს. ხალხო, ერთი ბეწო ხალხი ვართ, სულ 3 მილიონი...რა გვაქვს საჩხუბარი... ადამიანებო, ერთმანეთს მოვუფრთხილდეთ!
ფაქტია, ძლიერი და ეფექტური ვაქცინები არ ჩამოაქვთ, თქვენ ამას ვერ შეცვლით. ყველამ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. მე რაც შემიძლია, ვაკეთებ, იცით. თქვენ გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ - გთხოვთ, მოვინდომოთ, დემონსტრაციულად გავიკეთოთ სამედიცინო პირბადე და არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა. წელიწად-ნახევარია, საჯარო ლაივებს ვაკეთებ - მითხარით, რა არ შესრულდა, რაც გითხარით?! ვთქვი, ფაიზერი იქნება-მეთქი....იქნება. გითხარით, ზამთარში ვაქცინაცია ვერ დაიწყება-თქო - ასრულდა. ვთქვი, არ გინდათ დაბალეფექტური ვაქცინები-მეთქი, არ დამიჯერეს - დრომ და მსოფლიო სტატისტიკამ აჩვენა, რომ მართალი ვიყავი. ვთქვი, უვარგისია „რემდესივირი“-თქო - არაერთი კვლევით დამტკიცდა...“ - წერს გიორგი ფხაკაძე.

✔️აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„საშინელება ყოფილა, როცა სუნთქვა აღარ შეგიძლია... ძალიან ფრთხილად იყავით, ხალხო! არც ვიფიქრებდი რომ კოვიდი მქონდა ისე მოვიხადე“ - მაკა რაზმაძე

„ამბავი უნდა გიამბოთ დაუჯერებელი, „ფაიზერით“ სრულად ვაქცინირებულ დედაჩემს უთხრეს, რომ კოვიდი აქვს და „სუფთა“ საავადმყოფოში ვერ შეუშვებენ“ - ჟურნალისტი

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი ამბები