Digest Logo

თუ ცოცხალი ხარ, საავადმყოფოში არ გაწვენენ - ემიგრანტი

1604875698
ემიგრანტის წერილი

ავსტრიაში ვარ და გიყვებით რეალურ, აქაურ მდგომარეობას ვირუსთან ბრძოლასთან დაკავშირებით“, - ასე იწყება ქართველი ემიგრანტის. ნინო გურჯიშვილის ფეისბუქ სტატუსი, რითაც ის უცხო ქვეყნის მაგალითით, ქართველი ექიმების შრომის დაფასებისკენ მოგვიწოდებს:

„სრული დაზღვევის მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს ყველა სიმპტომით, რეკავს ქოლცენტრში ტესტის ჩასატარებლად, პასუხობენ, რომ დაუკავშირდებიან, ცოტახანში რეკავენ და მეორე დღეს! იბარებენ წითელი ჯვრის (ქუჩაში დგას კარავი) ტუნქტში , მანქანიდან გადაუსვლელად აგიღებენ ნაცხს , გაყინავენ და მიაქვთ 40კმ დაშორებით სხვა ლაბორატორიაში. პასუხი იქნება 4!!!! დღეში თუ შაბათი-კვირა არ გამოეჩხირა, ანუ 6 დღე შეიძლება უყო დაავადებული პასუხის მოლოდინში, შეგიძლია კერძო ტესტი გაიკეთო 120 ევროდ, რომელსაც დაზღვევა არ ფარავს. და ისიც 2დღეში იქნება, სასწრაფო არ მოდის, ოჯახის ექიმი წამლებს და მკუენალობას არ გინიშნავს, ოჯახის ექიმი არ გირეკავს და არ გეკითხებახარ თუ ხარ ცოცხალი, საავადმყოფოში არ გაწვენენ, არავის აზრადაც არ მოუვა პაციენტის სასწრაფოთი ტარება ჰოსპიტალში თავისუფალი ადგილის ძებნაში, ჰოსპიტალში რა ხდება არ ვიცი!
ხალხო!!! მორჩით ქართულ მედიცინაზე და ქართველ მედიკოსებზე ღლიცინს და იაზოობას, მორჩით ჯიუტობას, იყავით კანონმორჩილები, მიყევით რჩევებს, რეგულაციებს და იყავით მადლიერები იმისა, რასაც საქართველოში ჩვენი და სხვა მოქალაქეებისთვის უსასყიდლოდ გაკეთდა და კეთდება, 3 მილიონ საწოლს ვერ დადგამენ და ყველა დაწესებულებას სტაციონარად ვერ აქცევენ, ეცით პატივი ერთმანეთს და თქვენ გვერდით მდგომს, დაიცავით რეგულაციები, მორჩით „ტუსოვკებსა“ და რესტორნებში წანწალს“, - წერს გურჯიშვილი სოციალურ ქსელში.