Digest Logo

„თუ ვინმეზე დამწყდა და ჩამწყდა დღეს გული, ვარლამია“ – ნანკა კალატოზიშვილი

1625554011
ნანკა კალატოზიშვილი

 „რიონის ხეობის მცველები“  გუშინ, თბილისში პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციას შეურთდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი აქციაზე საპატრიარქოს მოწოდების გამო გამოდიოდნენ და აპირებდნენ, რომ დაგეგმილ პარაკლისს დასწრებოდნენ. 

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ვარლამ გოლეთიანის მიმართ თავის სიმპათიას დაუფარავად გამოხატავდა. დღეს კი მსახიობი თავის დამოკიდებულებას ცვლის.

„თუ ვინმეს მიმართ გამიჩნდა ამ ბოლო დროს პატივისცემა, მართლა გულით მიხაროდა, რომ ვხედავდი და მჯეროდა, მინდოდა დამეჯერებინა, ალბათ, უფრო, როგორც ჩანს, რომ არსებობენ ნამდვილი, სუფთა, პატიოსანი ადამიანები თუ ვინმეზე დამწყდა და ჩამწყდა დღეს გული, ვარლამია.

მისი დანახვით, ამ სისხლისმსმელი ადამიანების გვერდზე, იმედი გამიცრუა საკუთარმა თავმა, ამდენი ოპტიმიზმი, უკვე იდიოტობისკენ მიმავალ გზას ჰგავს. მენანები, ვარლამ, ძალიან მენანები.

ასეთია შენი ღმერთი? ასეთია შენი ეროვნული ერთობა?

42 წლის ვარ და ისევ ბავშვივით მიამიტი როგორც ჩანს, ან უბრალოდ იდიოტი.“- ამბობს მსახიობი.

✅აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს მოძრაობა ჩემთვის დღეს დამთავრდა... ეს ხალხი ქრისტიანები არ არიან...“ - ბაია პატარაია „რიონის ხეობის მცველებზე“

„ჩვენი თანამებრძოლი იყო რიონის ხეობაში... გმირები არ კვდებიან...“ - მეგობარი ბიჭზე, რომელმაც სიცოცხლე სხვის გადასარჩენად გაწირა

„ჩამოუკიდეთ ეს ფოტო ილია მეორეს და ღარიბაშვილს კაბინეტში!“ - რას წერს სანაია