Digest Logo

თვალწინ ტანჯვით მომიკვდა - მაკა ჩიჩუა ისტორიას გვიზიარებს

1607283594
ექსპრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, მსახიობი მაკა ჩიჩუა - Digest.ge

ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შესახებ არაერთი ამბავი გვსმენია. თავიდან იყო ჭორები... საშინელი ჭორები.  ეკრანზე გამოჩენის შემდეგ მაკამ საზოგადოების სიმპათია მალევე დაიმსახურა. ერთ-ერთი გადაცემის ჟიურის წევრად ყოფნის პერიოდში კი, მისი ხასიათის არაერთი შტრიხი დავინახეთ. 

არის თბილი, მგრძნობიარე და ემოციური.

ახლაც, სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ფესიბუქ მომხმარებლის, ანა ლორიას პოსტს გვიზირებს, სადაც გოგონა ეზოში მიკედლებული კნუტის ისტორიას გვიამბობს:

„გთხოვთ ყველამ, ყველამ გააზიარეთ!
ზამთარში მიუსაფარ ცხოველებს შიმშილთან ერთად კიდევ ერთი პრობლემა უჩნდებათ - სიცივე.
წელიწადის ამ დროს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ფისოები, რომლებიც მანქანის ბორბლებზე ან მისი ძრავის ქვეშ წვებიან რათა გათბნენ და თავი დააღწიონ ყინვას!
რამდენიმე წუთის წინ, თვალწინ ტანჯვით მომიკვდა ჩემს ეზოში მიკედლებული კნუტი, რომელიც ყინვის გამო ძრავის ქვეშ თბებოდა და მანქანამ გადაუარა.
მძღოლმა მანქანა მაშინვე დაძრა და ვერც კი შეამჩნია ეს ყველაფერი.
თავის დაიკოსთან ერთად ცხოვრობდა და არ ვიცი იმას რა ბედი ეწევა...
არ მინდა რომ მსგავსი საშინელება ოდესმე განმეორდეს.
მოვუწოდებ მანქანის მძღოლებს!!! სანამ მანქანას დაძრავთ, ცოტახანს მოიცადეთ და დარწმუნდით რომ საფრთხეს არ უქმნით მის ქვეშ გასათბობად შესულ ცხოველს.
თუ ვერ დავეხმარებით, არ დავაზიანოთ მაინც“, - წერს ანა ლორია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ადამიანი კვდება, სატურაცია აქვს 84 - სანაია დახმარებას ითხოვს

გაკეთდა ყველა ანალიზი, რაც კი შესაძლებელია, ბევრი ადამიანი დაგვეხმარა - ვახო სანაის შვილი 1 წლის გახდა