Digest Logo

„თვითმფრინავები ხეებს ედებოდნენ ჩემ ეზოში... ისღა შემეძლო ირგვლივ მყოფებისთვის მეხუმრა...“ - რას იხსენებს ფანჯიკიძე აგვისტოს ომზე

1628488975
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგედიის შესახებ წერს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, ნათია ომის დროს რაჭაში ისვენებდა.

მისი თქმით, შეშინებულსა და უმწეოს მხოლოდ ირგვლივ მყოფების გართობა შეეძლო, რადგან სიკვდილის შიში დაეთრგუნა.

„2008-შიც ამ დროს რაჭაში ვიყავი და გამოვცადე საძაგელი უმწეობა, როცა შენ ხელში არაფერია, ვერაფერს მართავ, უიარაღო ხარ და არაფერი გიცავს და ისღა შეგიძლია ირგვლივ მყოფებისთვის იხუმრო, იხუმრო, გაუჩერებლად იხუმრო, არა იმიტომ, რომ რამე სასაცილოა, არამედ უკადრისობ სიკვდილის ცხოველურ შიშს. და რაც უფრო გეზიზღება, კი არ გძულს, ტარაკანასავით გეზიზღება მტერი, მით უფრო უკადრისობ ოდნავ შიშსაც კი.

ცხინვალი აქვეა და თვითმფრინავები ხეებს ედებოდნენ ჩემ ეზოში. მარტო მე არ ვხუმრობდი, ნიკოც ხუმრობდა და მისი მეგობარი თორნიკეც, - თვითმფრინავის გამოჩენაზე კინოებში ნანახი ილეთების გათამაშებას იწყებდნენ, მიწაზე კოტრიალს, ბუჩქებიდან "ქვემეხების" დამიზნებას.

მხიარული, 15 წლის მოზარდები იყვნენ მაშინ. არც 11 წლის ეკას და მის მეგობარ ნუკას ეშინოდათ. რადგან ირაკლიმ, რომელიც ნიუ-იორკიდან გვირეკავდა, გვითხრა, ღამით რუსული თვითმფრინავები ვერ დაფრინავენ, იძინეთო და დღისით, როცა დაბლა არიან, არ ბომბავენო, მაღლა როცა იყვნენ, მხოლოდ მაშინ ავმოძრავდებოდით ხოლმე.

გოგოებს დედაჩემი ჩაყავდათ სარდაფში, სანამ მას არ მოუვლიდნენ, ადგილიდან არ იძროდნენ. სარდაფში დამალვაც რა სასაცილოა, როცა თითო ბომბი 500 კილო მაინცაა, მაგრამ ნამსხვრევს მაინც დავემალებოდით.

ჰოდა, სანამ უკანასკნელი რუსული ტანკი არ გავა საქართველოდან, გთხოვთ სხვაგან გაუხვიოთ, ვინც ახლა ბევრი სიბრძნის დასაწერად მოემზადება, მაგალითად, ასეთის, - როგორ არ ვუყვარდით შაჰ აბასს 17-ე საუკუნეში.

ბაბუაჩვენების ბაბუაჩვენების ბაბუაჩვენები როცა მას ებრძოდნენ, წინა საუკუნეების მტრებს არ ადარებდნენ, დარწმუნებული ვარ, თორემ სხვანაირად რომ ყოფილიყო, თქვენი/ჩვენი სახსენებელი არ იქნებოდა ახლა“,- წერს ფანჯიკიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ“ - რას წერდა აგვისტოს ომის გმირი?

„ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!“, ორგანოები ამოაცალეს, არ დაიჩოქა, დროშას ფეხი არ დააბიჯა! - ტატუნაშვილის გმირობის ამბავი

„შენ მოკალი შენი შვილიო“! ქერა ქალს დააკლეს შავგვრემანი, ხუჭუჭა გოგო - ეკა ბეჟანიშვილის სისხლით მოპოვებული თავისუფლება