Digest Logo

უნდა ავიცრათ თუ არა და რა საშიშროებაა აცრის დროს? - ზურა სიხარულიძე

1630394219
ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს და ამბობს, რომ პანდემიის დასრულებისთვის ვაქცინას ალტერნატივა არ აქვს. სიხარულიძე თავის პოსტში ინექციის შესახებ თეორიას აქვეყნებს და აქვე აღნიშნავს, რომ ამ და სხვა თეორიებს აქვთ არსებობის უფლება, თუმცა მათ რეალობასთან კავშირი არ აქვთ. 

„უნდა ავიცრათ თუ არა, რა საშიშროება არის აცრის დროს?კი მეგობრებო არის ძალიან დიდი საშიშროება რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს დამოკიდებულების სინდრომი ინექციის მიმართ და გადახვიდეთ სხვა პრეპარატების ინექციურად მიღებაზე და ნუ მერე ნარკოტიკზეც დამოკიდებულები!

კი გახდეთ დამოკიდებული ვინაიდან ინექციის გაკეთების დროს მოხდეს თავის ტვინის რეტიკულარული ფორმაციის გააქტიურება სადაც მდებარეობს ეგრეთ წოდებული სიამოვნების ცენტრი, რომელიც კიდე 1954 წელს აღმოაჩინეს პიტერ მილნერმა და ჯეინს ოლდსმა.

ნებისმიერმა ინექციამ შესაძლებელია მოახდინოს ნეირომედიატორების გააქტიურება 5-10 ისეთების, როგორიც არის დოფამინი და სეროტონინი პისტსინაპსურ ნეორნებში რომლებმაც შესაძლებელია გაააქტიუროს სიმომენების შეგრძნება და მიაწოდოს თავის ტვინს გარკვეული უბნებამდე და დააფიქსიროს ამით ეს შეგრძნება და მოხდეს სიამოვნების მიღება ინექციიდან გახდეს დოფამინის გამოყოფის დიდი რაოდენობით საშუალება და შექმნას ინექციიდან პიზიტიური ეფექტი. ნუ შესაბამისად ენდორფინების და ენკეფალენიების გააქტიურებით რომლებიც აუცილებლად გამოიყოფა ინექციის დროს, როგორც პასუხი ტკივილზე და ეს ბუნებრივი ნარკოტიკია და შესაბამისად მათი ჭარბი რაოდენობას იწვევს შემდგომ სიამოვნების შეგრძნებას. და ნუ შესაბამისად ლიმბიურ სისტემაში ხდება რეცეპტორების გააქტიურება და სეროტონინის უკუჩახერა და მოხდეს ბლოკირება ამ ნერომედიატორების ნუ არ შეგაწყენთ კატეხოლამინების და პეპტიდური იპიატური რეცეპტორების ბიოქიმიით და უბრალოდ გეტყვით, რომ ნერომედიატორების და იპიატური რეცეპტორების გააქტიურებით შესაძლებელია რეტიკულურ ფორმაციამ და კერძოდ ლიმბიურ სისტემამ გაატაროს ინექციიდან.

მიღებული იმპულსი და გახადოს პოზიტიურად და შესაბამისად, ჩაიბეჭდოს პოზიტიური და სიამოვნების მომგვრელი იმპულსი, რომელმაც შესაძლოა, გაამეორებინოს ადამიანს ეს ქმედება და აი, აქ არის ამ თეორიის მეორე დამტკიცება, რომ მეორე ინექციაა საჭირო გარკვეული პერიოდის მერე, ანუ 24 ან 28 დღის მერე, რატომ? ნუ იმუნური პასუხის ჩამოყალიბება ეს არ არის ჩემი სფერო მაგრამ, დამოკიდებულების ჩამოყალიბება ანუ ამ პერიოდში თეორიულად შესაძლებელია ხდებოდეს თავის ტვინის გარკვეული პროცესების გააქტიურების ჩაქრობა და მოყვანა იგივე მდგომარეობაში და ჩვენ მეორე ინექციით მოვახდენთ უკვე ჩხვლეტის მოთხოვნილების ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ მოგვცემს აბსტინენციის სინდრომს განვითარებას! და ნუ ბუსტერიც, ამ თეორიის კიდე უფრო გაძლიერებას უწყობს ხელს, თუ ვერ ჩამოყალიბდა დამოკიდებულება ამით კიდე გავააქტიუროთ და ფსიქიკაში პოზიტიური განწყობა შევქმნათ და ლტოლვა გავაძლიეროთ ინექციის მიმართ და რატო ცრიან ყველას მთელ მსოფლიოში, ამას ლოგიკურად ებმება ავღანეთიდან ამერიკელების ჯარების გამოყვანა და თალიბანის შემოსვლას, რაც ნიშნავს რომ ოპიუმის წარმოება გაიზრდება და შესაბამისად, უკვე გვყავს ამდენი ხალხი, რომლებიც ინექციას არიან მიჩვეულები და დამოკიდებულები და გადავლენ ნარკოტიკის ინექციურ მოხმარებაზე!

აი, ამ თეორიასაც აქვს არსებობის უფლება და ნუ აიცრებით.
აი, ამ ბოდვასაც აქვს თავის თეორიული საფუძვლები, მაგრამ ბოდვაააა ბოდვაა !

ამიტომ, აიცერით ხალხო, დღეს ეს არის ყველაზე ეფექტური საშუალება პანდემიასთან ბრძოლის! რეზისტენტული შტამი გაჩნდება და მეცნიერები მაგასაც მოუნახავენ გამოსავალს! აიცერით!“ - წერს ზურა სიხარულიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

სექტემბრის 10 მნიშვნელოვანი მოვლენა - ეს არ უნდა გამოგრჩეთ

ხვალიდან ამოქმედდება სესხის სუბსიდირების პროგრამა იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ახალშობილი, ან 3 და მეტი შვილი ჰყავთ

უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია