ქართული ხმების მომღერლის ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა.
ზურა რაჭაში ტრაგიკულად დაიღუპა და სრულიად საქართველომ დაიტირა უდროოდ წასული ზურიკუნა.
დიახ, მას რაჭაში ზურიკუნას ეძახდნენ.
ბუნებრივია, გაუსაძლისია ოჯახის ტკივილი.
ზურას მეუღლე ნათია კობახიძე საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეულ სევდას ვერ მალავს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ერთი თვე... ტკივილი, რომელიც ერთი წამი ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევს...
სიყვარული, მონატრება, სინანული, ბრაზი, უიმედობა, დაუსრულებელი გეგმები, კიდევ რამდენი რამ ერთმანეთისთვის სათქმელი... უსაშველოა ეს ყველაფერი.. ხორცებს მაგლეჯენ და სულს მიწამებენ ფიქრები და ვეღარ ვუძლებ, ვერა...
ღმერთო რა მძიმე ყოფილა მკვდარი გულის და დასრულებული ცხოვრების ზურგით თრევა, რა მძიმე ღმერთო... რატომ? რატომ?
მიყვარხარ, ბუთუსა, უსაშველოდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ, ზურ, შენთან მინდა, შენთან, უბრალოდ მინდა შენთან, სხვა მეტი არაფერი...“
⭕აგრეთვე წაიკითხეთ: