Digest Logo

„ამდენ ბიჭებში ჯერ ერთმა ძმამ გადაიწერა პირჯვარი და მერე მეორემ... მისი ხმა უკანასკნელად ძმამ გაიგონა...“ - ბაკურაძის უცნობი ამბავი

1625245349
ზურა ბაკურაძე

სოფელ შქმერში გზა ჩავარდა და „ქართული ხმების“ სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე, რომელიც ფეხით გადაადგილდებოდა, ხევში გადაიჩეხა.

ამბობენ, ზურა ბაკურაძეს ყველაფერზე მეტად რაჭა უყვარდაო - რაჭასაც უყვარდა „ზურიკუნა“.

სიცოცხლის უკანასკნელი ღამეც რაჭაში გაათენა და მისი ხმაც უკანასკნელად რაჭის მთებში გაისმა.

ამ ტრაგედიამ სრულიად საქართველო მოიცვა.

გადაცემაში „ფარული კონვერტი” ძმები ბაკურაძეების მეგობარმა, „ქართული ხმების“ მომღერალმა ზურა დათიკაშვილმა ტრაგედიის დეტალებზე ისაუბრა.

„აქამდე, ბევრი რამ ითქვა, თუმცა სიმართლე ერთია და მას დაღუპულის მეგობარი საზოგადოებას უამბობს.

გივი და ზურა რაჭაში ხშირად იყვნენ, დილას შეიძლება მონდომებოდათ და თბილისიდან ჩასულიყვნენ. პანდემიის პერიოდში მიწასაც ამუშავებდნენ. ზურას ძმა, გივიკო დაახლოებით, 30-50 მეტრში იყო მაშინ, როცა ზურა გადავარდა. 10 წლის წინ, თავად გივი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, ავტოკატასტროფაში მოყვა.

ახლა, ძმები რაჭის მაღალმთიან სოფელში, გაუკვალავ ადგილას იყვნენ, არც ცხენით ყოფილა და არც მანქანით. რაღაც ტერიტორიები უნდა ენახა, ფეხი ჩაუსრიალდა და ისეთ ადგილას ჩავარდა, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელია ადამიანის გადარჩენა, ვერც ზურა გადარჩა.

როგორც კი გაჟღერდა ეს ინფორმაცია, მეგონა, რომ ზურაც გადარჩებოდა, მაგრამ ეს იყო მისი საბოლოო ნაბიჯი – იმ ადგილზე დააბიჯა, სადაც თავისივე ფეხით ავიდა“, – ამბობს მომღერლის მეგობარი.

ზურას ყველაზე მეტად რაჭაში ყოფნა უყვარდა... იქ უყვარდა დროის გატარება. მისი მეგობარი, თეკლა თვალაბეიშვილი ფეისბუკში ზურას ვიდეოს აზიარებს და წერს:

„ამდენ ბიჭებში ჯერ ერთმა ძმამ გადაიწერა პირჯვარი „ჯვარი გვეწეროსო“ და მერე მეორემ წმინდა გიორგის მოუხადა ქედი და მფარველობა თხოვა.

სახლიდან ისე არ გავიდოდა პირჯვარი რომ არ გადაეწერა, მანქანაში ჩაჯდომისას თვითონაც გადაიწერდა და გზასაც.
დასკვნა: რა არის ახლა ეს?!
გასკდა გული ამ უსამართლობით, გასკდა!“

აგრეთვე წაიკითხეთ:

VIDEO: „ნათიას ოჯახში რომ მივედი პირველი რაც თქვეს იყო ის, რომ კარგია რაჭველი ხარ-ო...“ - ზურას ამბავი სიყვარულისა

„შენ მართალო, შენ ალალო, „ბოშუნიკა” ზური“ - ტრაგიკულად გარდაცვლილ ზურა ბაკურაძეს მეგობარმა ლექსი მიუძღვნა

„ასე ძალიან რომ გიყვარდა, იმ გზამ როგორ გაგიმეტა... როგორ ჩაგლიჯე და ჩაიტანე გული, გაგვანადგურე!“ - როგორ იხსენებენ მეგობრები ზურა ბაკურაძეს?