Digest Logo

„უცებ, მძღოლმა ხელი გამოაძვრინა სკამებს შორის... ხელი მიჯიკა და კარზე მიმახეთქა... “ - რა მოხდა ტაქსიში, რომელიც გუშინ ლისზე გამოიძახეს?

1630742106
ტაქსი ტაქსი

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ 3 სექტემბერს ლისზე მეგობარმა ტაქსი გამოიძახა, რომელზეც მძღოლმა ძალადობა სცადა.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, გოგომ მძღოლს ე.წ. წიწაკის სპრეი შეასხა თავის დასაცავად და სამართალდამცველებიც გამოიძახა.

„გუშინ რომ ელაპარაკე, და დღეს დილას რომ ნახულობ რომ სახე აქვს გადაგლეჯილი და გასისხლული (გოგოს)

ამბავი ხდება ამ ღამით

მეგობარი, გოგო, იყო სტუმრად ლისზე, სხვა მეგობრებთან ერთად, რომლებსაც ჰყავდათ ბავშვები წამოყვანილი, ღამით ყველამ ერთად ცოტა გარეთ ისეირნეს და მერე გვიან დაიშალნენ.

ყველამ შესთავაზა გაგიყვანთო (შორს ცხოვრობს და ვინც მიდიოდა იმათთვის მეორე მხარეს) - და ბოლოს მოიპოვა უფლება რომ არაა პრობლემა, ტაქსით გავა.

მეგობრები მაინც დაელოდნენ სანამ ტაქსი მოვიდა და მერე დაიძრნენ, რომ გოგო მარტო არ მდგარიყო ბნელში ღამით გარეთ, პირველი საათი იყო, არც ისე გვიანი.

(არ მიკითხავს, ან გარეთ იდგნენ ბიჭები და ეს გოგო, ან მანქანაში იჯდა და გადმოვიდა და გადაჯდა ტაქსიში – მიგითითებთ იმაზე იმ ტაქსისტმა რაები ააცვა ალბათ ამ ამბის გამო...)

„დალშე“ გოგოს პირით, პირველ პირში:

ტაქსიში ჩაჯდომისთანავე ტაქსისტმა დამიწყო „დეჰუმანიზაცია“
ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ეს

„მიმართული“ კითხვები - იმ ნარატივით რომ „გვიან ღამით რომ გოგო ლისზეა ბიჭებთან ერთად წამოსული და სახლში მანქანით არ მიჰყავთ და ტაქსს იძახებენ... რას აკეთებდი იმ ბიჭებთან? ა? ა? იძლევი?“

ოღონდ ეს „იგრძნობა“ და ისე, რეალურად, კითხვებს სვამს იმაზე რომ
„აქეთ რა გინდოდათ?“
„რატო ასე გვიანობამდე“
„ბიჭებმა რატო არ გაგიყვანეს“
„ბევრი დალიეთ?“
„მოსაწევი?“ და ასე შემდეგ...

მერე სიგარეტი შემთავაზა, ვუთხარი უარი, რომ არ ვეწევი...
მერე კიდე რაღაც „ბაზარი შეჰყავდა“, იმაზე რომ „რას ვშვებოდით იქ, მაინც, მაინც?“
ვცდილობდი არაფერზე არ შევსულიყავი კომუნიკაციაში.
აღარც მესმოდა უკვე არაფერი, „იასნად უდაძაბულესი“ ვიჯექი.

ბოლო წლის ამ ამბავზე გამახვილებული ყურადღების გამო, ჩანთაში პეპერ სპრეიც ედო - და მარცხენა ხელით პეპერ სპრეი ამოიღო.

იჯდა უკან...

მარჯვენა ხელში ეკავა ტელეფონი...

უცებ მძღოლმა ხელი გამოაძვრინა სკამებს შორის, მაგრამ ვერ მომწვდა და ეგრევე ვთქვი რომ
„თუ შეიძლება გააჩერეთ მანქანა!“

და მართლა ეგრევე დაიწყო თან გაჩერება და თან ლაპარაკი რომ რას ნერვიულობ გოგონი, რა მოხდა, არაფერს დაგიშავებ და ეგეთები...

ჯერ კიდევ რომ მიგორავდა, მაგრამ ძალიან ნელა - მოვწიე კარის გასაღები მაგრამ არ გაიღო (თანამედროვე მანქანები არ აღებს სანამ არ გაჩერდება, უნდა გაიხსენო რომ ხელით გახსნა ჩამკეტი)

მერე უცებ იმან ღვედი შეიხსნა, „რეზკად“ გააჩერა, ტანით ჩემკენ მოტრიალდა სკამზე ეგრევე და რაღაცების თქმა გააგრძელა...

„რა იყო გოგო, რას ნერვიულობ, რა მოხდა, შენც ხომ გინდა“ – რაღაც ეგეთები...

და თან ამ „დაწყნარებისას“ მუხლზე შემეხო.

მე ხელი ავკარი მუხლზე შეხებისას რომ ხელი გაეწია.

და „საპასუხო“ მოძრაობად მეორე ხელით „მიჯიკა“ და მიმახეთქა კარებზე...

გახეთქილი აქვს მარცხენა მხარეს საფეთქელთან, დიდზე, გასისხლული, რამდენადაც ხვდება კარის „რამას“ მიეხეთქა რაღაცნაირად და...

მძღოლის უკან იჯდა სკამზე, თურმე ეგ ყველაზე უსაფრთხოა გოგოების გადმოსახედიდან, და კაბის ქვეშ ვერ გიყურებენ მასე და ა.შ.... არ ვიცოდი, მართლა...

მიხეთქებისასვე რაღაცას ცდილობდა თან ხელით „დაპრესვას“ თუ მოთოკვას არ ვიცი.

და ასე მოგრეხილმა ერთი ის მივხვდი რომ მარჯვენა იდაყვი ისედაც ინსტინქტურად ავიფარე სახეზე და მარცხენა ხელით სპრეი მივასხი ქვემოდან ზემოთ სახეზე, ბევრი მივასხი.

ვაღიარებ - რომ შემეშვა მერეც მივასხი სანამ ტვინი არ ჩამერთო რომ აღარ მეხებოდა.

მძღოლი გადახტა მანქანიდან და ღრიალებდა და ცდილობდა რამენაირად მოეშორებინა წიწაკა სახიდან/თვალებიდან...

მე გამოდვედი მანქანიდან, მეორე მხარეს კარებიდან, გამოვიძახე პატრული და ვიდექი იქვე
სანამ პატრული მოვიდოდა, ჩამოიარა უბრალოდ ეკიპაჟმა – გადავუდექი წინ და გავაჩერებინე
საიდანაც გადმოვიდა ჯერ ერთი პატრული – რომელმაც, მივიდა იმასთან, მოტრიალდა და დამიწყო მე დაბოლება რომ „რა მოხდა ქალბატონო, რა დაგიშავათ ასეთი, ასე შეიძლეება“?

იმიტომ რომ პარალელურად ის ღრიალებდა რომ „კაცი რომ გაწყნარებს უნდა დააბრმავო?“ გიჟი ხარ ვიღაცა ხარ, მიშველეთ ჩემი კააიიი!!!“ და ეგეთებს...

მაგრამ მეორე პატრულმა მაგარი უღრიალა გაჩუმდიო და მიაკაჩავა და გასწიეს იქეთ.

ამასობაში გამოძახებული პატრულიც მოვიდა და ჩამოართვეს ჩვენება და დააფიქსირეს დაზიანებები და ყველაფერი
მოკლედ ქვეყანაში რომელშიც მწვანე აუნთო კრიმინალს მთავრობამ, როცა მოვიდა და დღემდე ბოგინებენ ისინიც, პეპერ-სპრეი არის must და გამოყენება ადვილია და თითქმის ყველა პოზიდან შეიძლება.

სამწუხარო სათქმელია – მაგრამ აუცილებლად იქონიეთ (იყიდება ნებისმიერ მონადირეში, მაგალითად დინამოსთან)

წინასწარ ყ@ე კომენტარებზე საპასუხოდ:

ხომ – ვერ წაიყვანეს მეგობრებმა, რა მოხდა? - ტაქსი ვერ უნდა გამოიძახო ამ ქალაქში?

ეცვა ჩვეულებრივად – ციოდა გუშინ და რომც სცმოდა ლამაზად არ შეიძლება? ვსიო გასაუპატიურებელია?

30 წლის გოგოა, ჰყავს შვილი და არის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული ადამიანი ვისაც შევხვედრილვარ, არაა ინსტაგრამ სელებრითი და ცანცარა ბავშვიც არაა (რომც იყოს – მოსულა მაშინ? დაიმსახურა გაუპატიურება? მიმზიდველობა დანაშაულია?)“,- ვკითხულობთ პოსტში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ქართველი ექიმების საბედისწერო შეცდომების ჩამონათვალი, რის გამოც კოვიდპაციენტები იღუპებიან - ფრანგიშვილი დუმილს არღვევს

🔵„ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე" - ჟურნალისტი კოვიდის დასამარცხებელ სენსაციურ წამალს ასაჯაროებს

🔵„იმედის“ გადაცემას შეწირული ოჯახი, რომანი გიორგი ყიფშიძესთან და დაპირისპირება დუტა სხირტლაძესთან - ნატა გულიაშვილის სკანდალები