Digest Logo

„უჟანგბადოებისგან ჩალურჯებული თვალის უპეებით გეუბნებით" - ნახეთ, რას წერს გაბრაზებული ექიმი პრემიერს

1628406922
ექიმი

„თქვენი თავისუფლება თუნდაც პრემიერმინისტრი ბრძანდებოდეთ, მთავრდება იქ სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება", - ასე მიმართავს ექიმი მარი ზურმუხტაშვილი პრემიერს, რომელიც  ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურთან ერთად ხალხმრავალ სუფრაზე იმყოფებოდა. 

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, პირველ ფოტოზე მე ვარ სამსახურში. დილის 9 საათზე დავიწყე მუშაობა და 3 საათზე უბრალოდ ჰაერი აღარ მეყო და ეკიპირებიდან რამდენიმე წამით ფარი მოვიხსენი. რატომ ვარ იძულებული ასე ვიმუშაო? იმიტომ, რომ ჩემი ქვეყნის სხვა „ზე" მოქალაქეები, ვისაც პირველ რიგში მოეთხოვებათ მაგალითის მიცემა საზოგადოებისათვის, ზუსტად ამ დროს მრავალრიცხოვან სუფრაზე ხალხს კრებენ და სადღეგრძელოების თქმით ერთობიან. ჩემი გაბურძგნილი თმით, გვერდზე მოქცეული ქუდით, უჟანგბადოებისგან ჩალურჯებული თვალის უპეებით გეუბნებით: თქვენი თავისუფლება, თუნდაც პრემიერ მინისტრი ბრძანდებოდეთ, მთავრდება იქ, სადაც ჩემი ჯანმრთელობა იწყება", – წერს ექიმი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

VIDEO: არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს

ვინ არის 37 წლის კაცი, რომელიც მოულოდნელად გარდაიცვალა

„მაისაშვილს მკურნალობის პერიოდში სეფსისი განუვითარდა" - ნახეთ, როგორია ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა