ლალი მოროშკინას შესახებ, არაერთი ჭორ-მართალი დაწერილა, ის ყვითელი პრესისისთვის საყვარელი პერსონაა. მისი ცხოვრება სავსეა სკანდალებით.
შევეცადეთ მისი ყველა ამბავი ამ ბლოგში გაგვეერთიანებინა:
2015 წელს რამდენიმე ცნობილი ადამიანის ოჯახი დაინგრა, მათ შორის იყო ლალი მოროშკინა და ირაკლი ჯაფარიძე.
წყვილი 2 წელი იყო ქორწინებაში. საკუთარი ოჯახის დანგრევის შესახებ საზოგადოებას თავად ლალი მოროშკინამ შეატყობინა.
ირაკლი ჯაფარიძესთან დაშორებას ლალი მოროშკინამ, ჟურნალისტებთან საუბრისას ცხოვრების ტრაგედია უწოდა.
„მე არც ისეთ ასაკში ვარ და არც იმ მდგომარეობაში, რომ შემეძლოს ყურადღების გადატანა რაღაც ფერად-ფერად ამბებზე. შესაბამისად, ეს ჩემთვის არის ცხოვრების ტრაგედია. 20 ივლისს გავაწერეთ ხელი და ოფიციალურ ქორწინებაში აღარ ვიმყოფებით. ძალიან მტკივა და ძალიან მიმძიმს ამ თემაზე საუბარი. შესაბამისად, თავს ვიკავებ დანარჩენი კომენტარებისგან. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ წარმატებული კარიერა და ოჯახი პარალელურ რეჟიმში მხოლოდ ძალიან ძლიერი ქალების ხვედრია ან როგორც ჩანს, მე არ გამოვდექი იმდენად ძლიერი, რომ ეს ორი ჭაპანი ერთად მეზიდა - ოჯახიც და კარიერაც. ზედმეტად დაკავებული ცოლი არცერთ ქმარს არ მოსწონს და როგორც ჩანს, მერე უკვე სხვა პროცესები იწყება მის ცხოვრებაში. მე მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი თანაცხოვრების ორ წელიწადში ბევრი კარგი რამ იყო", - ამბობდა ლალი მოროშკინა.
2018 წელს გადაცემა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოროშკინამ სკანდალურად დატოვა.
“ცეკვავენ ვარსკვლავების“ერთ-ერთი ჟიურის წევრის კომენტარმა მოროშკინას გაღიზიანება გამოიწვია.
როგორც აღმოჩნდა, კონკურსანტმა ჟიურის ერთ-ერთი წევრის, ზაკ რისის შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, პროექტიდან წასვლა გადაწყვიტა.
„მე ჩავიფსი“- როდესაც მე, ლალი მოროშკინა, ქართულ სატელევიზიო სივრცეში "გავუტარებ" ამ რეპლიკას ჟიურის წევრ ზაკ რისს- მე აღარ ვარ მე! როდესაც ვხედავ აშკარა უპატივისცემლობას (ეს მინიმუმ) ჩერტკოევის მხრიდან პროექტის ზოგიერთი მონაწილის მისამართით და მერე რა რომ მე ეს არ მეხება?- მე, მე არ ვარ!!!
როდესაც ჟიური უწუნებს ქორეოგრაფიულ დადგმას მონაწილეებზე 24 საათიანი რეჟიმით გადაყოლილ უკრაინელებს და ტყუპებს და მე ვჩუმდები- მე, მე აღარ ვარ!
როდესაც ჩემი კოლეგის Tornike Kverenchkhiladze-ის ცეკვის დროს ძაბვის ვარდნაა და ის ამის გამო ტოვებს პროექტს , ხოლო მე ჩუმად ვარ- ვინ ვარ მე?
*ჩემი ულტიმატუმია, ჩემი მაღალი ქულების ხარჯზე-
დაბრუნდნენ პროექტში თორნიკე და ანი ჯავახი!!!
* არ დატოვონ პროექტი უკრაინელმა ქორეოფრაფებმა და ტყუპებმა!
* უღრმესი მადლობა 21 წლის დიმა ვარანკინს, რომელიც ნამდვილად კარგი მეწყვილე და საუკეთესო მოცეკვავეა!
ყველას დიდი მადლობა და
ნახვამდის!
P.S. არც ცეკვა გამოვიდა ჩხუბის გარეშე...სე ლა...ვი“ - წერდა ლალი მორშკინა.
ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში დებდა ბრალს.
„ლალი მოროშკინა სააკაშვილს მეუღლის მკვლელობაში ადანაშაულებს", - სტატიას ამ სახელწოდებით გაზეთი „ალია“ აქვეყნებდა.
გამოცემასთან ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის გავლენაზე საუბრობდა. გარდა ამისა, მოროშკინა ექს-პრეზიდენტს ხასიათის უარყოფით მახასიათებლებზე ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„მიხეილ სააკაშვილი ბავშვობიადნ იყო დაკომპლექსებული და ამიტომაც დააპატიმრა მთელი კლასი, სადაც ის სწავლობდა. ვერასოდეს იტანდა ადამიანებს, რომლებიც წინ მიდიოდნენ, რაღაცით მას სჯობდნენ. მოწაფეობის პერიოდში ყოველთვის გარიყული იყო ჩამშვები ბუნების გამო და როგორც კი პრეზიდენტი გახდა თავისი კლასელები ციხეში გამოკეტა. მათ შორის ჩემი ყოფილი მეუღლე, ნუკრი ჩაგანავა, რომელიც დიღმის მიწებთან დაკავშირებით დაიჭირა და მისმა ხელქვეითებმა ისე სცემეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ გარდაიცვალა. თავიდან თითქოს მეგობრობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიშამ ყველას ჩაშვება დაიწყო, ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნუკრის ქონება ჩამოართვა პირადად ვანო მერაბიშვილმა. როცა წაიყვანეს, ხელჩართული ბრძოლა გაიმართა, მე მაშინვე ვიცოდი, რომ სააკაშვილი შურს იძიებდა და ეს გააკეთა კიდეც. ახლა ისეთ რაღაცას ვიტყვი, შეიძლება ბევრმა არ დაიჯეროს, მაგრამ რა მეთოდიც ამათ ირინა ენუქიძის წინააღმდეგ გამოიყენეს, იგივე გამოიყენეს ჩემი მეუღლის წინააღმდეგაც.
თუ ზოგიერთს ქუჩაში ცხრილავდნენ, იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ფარულად შხამს ასმევდნენ და ნელი მოქმედებით კლავდნენ. ჩემი ქმარი არც ქუჩის ბიჭი იყო და არც ისეთი ტიპი, რომ რაღაცა მოეწყოთ, სერიოზული ბიზნესი ჰქონდა. ასეთების მოსასპობად სააკაშვილი და მისი ხელქვეითები იყენებდნენ საწამლავს. თუ გახსოვს, მიშა სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო დიღმის მიწებით.
სხვათა შორის, სააკაშვილს ეს ამბავი მაინც აწუხებდა, ეტყობა, რაღაც მომენტში ნანობდა და ამიტომ მთხოვა, შენი უფროსი შვილი, სანდრო შემახვედრეო. ჩვენ შევხვდით 2008 წელს, ომამდე, მეთიუ ბრაიზაც მოიყვანა. სანდროს ეუბნება, მე და მამაშენი ბავშვობის მეგობრები ვიყავით, ბოდიშს გიხდი, გასვენებაში რომ ვერ მოვედიო. მან ვერ გაბედა დაკრძალვაზე მოსვლა, მაგასაც ვაჟკაცობა უნდა", - ამბობს ლალი მოროშკინა "ალიასთან" ინტერვიუში.
შიმშილობა
2014 წელს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი ლალი მოროშკინა დეპარტამენტის თავმჯდომარის დიმიტრი დარბაისელის პოლიტიკას აპროტესტებდა და შიმშილობდა. როგორც მან ერთ-ერთ სააგენტოს განუცხადა, "დეპარტამენტი დიმიტრი დარბაისელის მისვლის შემდეგ "ზონდერებით" გაივსო, ამასთან, გაიცემა არაადეკვატური პრემიები, მინისტრი აღნიშნულთან დაკავშირებით დუმს, ხოლო პრემიერს საბოტაჟს უწყობენ და, როგორც ჩანს, ინფორმაციას უმალავენ".
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რატომ არ იყო ჯანეტ ქერდიყოშვილი გიორგი გასვიანის ქორწილში
ნანი ბრეგვაძის ყველაზე დიდი საიდუმლო - ცოტა რამ მომღერლის პირადზე და უიღბლო სიყვარულზე
ერთნაირი ხელწერით დახოცილი ქალები - სერიული მკვლელობები თბილისსა და წყალტუბოში
2 ქორწინება, 4 შვილი და ფსიქოლოგიური სტრესი - ლევან ჯავახიშვილის პირადი