დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. მათ მოსამართლემ 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომლის ვადაც უკვე ამოწურულია, რის გამოც სამივე მსჯავრდებული საპატიმროს დღეს დატოვებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებას თავად ვახო სანაია ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„გაუშვა მოსამართლემ სამივე. მაგარი სასამართლოა ძალიან ! კერატიშვილი - სამარცხვინო მოსამართლე ! არჩევნები მოდის - მოძალადეები სჭირდება ივანიშვილის ხელისუფლებას და უგზავნის სიგნალს !,“- წერს ვახო სანაია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵 ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები დღეს ციხიდან გამოდიან
🔵 როგორ ვძლიოთ კოვიდის შემდეგ სისუსტეს და უღონობას და როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი - რჩევები ექიმისგან