ექიმი არჩილ მარშანია წერს, რომ ვაქცინაციაზე მისულ ადამიანებს, ზოგი მედიკოსი არაკომპეტენტურობის გამო მოქალაქეებისათვის აცრის გაკეთებისგან თავს იკავებენ და მათ უკან სხვადასხვა არგუმენტებით აბრუნებს. მარშანიას აზრით, ეს საქციელი მავნებლობაა, რომლისთვისაც მათ პასუხი უნდა მოეთხოვოთ.
„ვაქცინაციაზე ძლივს მისულ ხალხს უკან რომ აბრუნებენ შემდეგი მიზეზებით:
- „რავი გაციებული თუ იყავი, ახლა მე რატო დაგიგდო იმუნიტეტი“;
- „მენსტრუაციის დროს არ შეიძლება“;
- „გასტროენტეროლოგისგან დასკვნა მომიტანე რომ კუჭის წყლულის დროს შეიძლება აცრა“;
- „ალერგიული თუ ხარ სეზონურად, ვერ აგცრით“;
- „პრევენციულად გაიკეთე ანალიზი და მერე მოდი“
და ა.შ.
მაგ გონება დაბინდულების აღრიცხვა თუ ხდება ნეტა, პანდემია რომ გადაივლის მერე, მავნებლობის გამო პასუხს თუ ვერ მოვთხოვთ, წერა-კითხვა მაინც ვასწავლოთ“, - წერს მარშანია.