Digest Logo

ვაშაძე სკანდალურ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს

1605007234
ვაშაძე გრიგოლი

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე თავის განცხადებაზე დამატებით განმარტებებს ავრცელებს.

ვაშაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი.

„დამატებით განვმარტავ:

  • მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  • ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  • სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
  • ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო", — წერს ვაშაძე.

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

თუ ეს ადამიანი თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! - ჟორჟოლიანი ვაშაძეზე

ნაცმოძრაობავ! გაგვაგებინეთ თქვენი თავმჯდომარე რას ბოდავს - ჩერგოლეიშვილი