მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში საჯარო პოსტს ავრცელებს, სადაც წერია, რომ ის 47 წლამდე კაცს ეძებს, რომელიც რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მისი აუცილებელი მოთხოვნაა, კაცი იყოს შრომისმოყვარე, პატიოსანი, ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე.
„ვეძებ ძალიან პატიოსან კაცს, ახალგაზრდას, ჯან-ღონით სავსეს, 45-47 წლამდე, დასაქმებულს, მოქალაქეს, ძალიან შრომისმოყვარე პატიოსანი დასაქმებული ქართველი ქალისთვის, საქმროდ. არ არის აუცილებელი, სუფთა ქართველი იყოს, იყოს სხვა ეროვნება, მართლმადიდებელი ქრისტიანი.
მე ჩავატარებ გასაუბრებას, არ ვხუმრობ, ვიღებ ჩემს თავზე ორივე მხარის ბედნიერების პასუხისმგებლობას და გასაცნობ შეხვედრებსაც დავესწრები, chaperon-ობას გავუწევ ჩემს მეგობარს.
მხედველობაში მიიღება მხოლოდ უაღრესად სერიოზული კანდიდატურა, რომელსაც შესწევს უნარი, ფიზიკურ ფსიქოლოგიურ მორალურ ფინანსურად, იყოლიოს ოჯახი და შვილები, ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, ჰქონდეს იუმორის გრძნობა, იყოს საინტერესო მოსაუბრე, განათლებული, არ იყოს მწეველი, მსმელი, ნარკოდამოკიდებული, არ ეწეოდეს მარიხუანას და იყოს ოჯახის ერთგული, პატივს სცემდეს ტრადიციებს.
მოვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობასაც.
თუ გეგულებათ სანაცნობოში ასეთი წესიერი და ჯანმრთელი მამაკაცი, მომწერეთ ან დამირეკეთ. დიდი მადლობა წინასწარ“, - წერს იუნა შაფათავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„8 წლის წინ არის გადაღებული... თვალში მომხვდა განსხვავება...“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი
🔵VIDEO: „აღუ-ს რომ ამბობს, იკრიჭება გიჟივით“ - მარიტა მელიქიშვილი
🔵„დილას ვიწყებთ ასე“ - გიორგი გასვიანისა და პატარა გალას უსაყვარლესი ვიდეო