ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე კვლავ კოვიდინფიცირებულია. წერის განწყობა კვლავ აქვს და კორონავირუსული ამბების მოსაყოლად ისევ მზადაა:
„დღე 10.
ფანტასმაგორიული დღე.
ვეღარ ვხვდები, რა მართლა მოხდა და რა - მესიზმრა. ძილის რეჟიმი ავურიე ცოტა და გაბრუებული ვარ. ანალიზებში უმნიშვნელო ცვლილებებიაო ექიმმა. სიცხე არ მაქვს. კვლავ ვსვამ რაღაც-რაღაცებს და მუცელში ნემსს მარჭობენ დღეში ერთხელ. ექიმმა შენ მე-14 დღეს გაგწერთო დიდი ალბათობით.
ირაკლის (ძმას) მე-8 დღე აქვს. გემო და ყნოსვა დაკარგა და 37 სიცხემაც მისცა. მცირედი ცვლილება მასაც აქვს ანალიზებში. მოკლედ, მსუბუქ კოვიდპაციენტად რჩება.
ამასობაში კარგადაც მოვდუნდით ორივე. ერთ ოთახში გამოკეტვა არაა ადვილი, მით უმეტეს, როცა სამკურნალოდ ხართ და არა უბრალოდ კარანტინში. სულ უფრო გვეძინება და გშივდება. მადა გვაქვს, კი. თუმცა არც ესაა ახალი - მარტი- ივნისის განმავლობაში ყველანი მეტნაკლებად ასე ვიყავით.
ზოგადად, როცა რაღაც უკვე იცი, ყოველთვის გაცილებით მომზადებული ხარ, ვიდრე იმის მიმართ, რაც არ იცი. ასე რომ, ახლა ეს ემოციურად არანაირად არაა მძიმე. სულ რომ ქვეყანა ჩაკეტონ, ესეც უფრო ადვილად გადასატანი იქნება, ალბათ. მით უმეტეს, რომ ყველა ჩვენგანმა მეტნაკლებად ჩვენი შემოქმედებითი მე გავიცანით და შეგვიძლია, მეტი დრო დავყოთ მასთან.
ჯანმრთელობა ყველას.", - წერს ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.