ექიმი-რეპროდუქტოლოგი მარინე გოგლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კოლეგა და მეგობარი, რომელიც აცრილი არ იყო, კორონავირუსმა იმსხვერპლა. კოვიდით გარდაიცვალა ექიმის მეუღლეც.
„დღეს დილას ჩემი ამხანაგი, არაჩვეულებრივი ადამიანი, ექიმი, თავის მეუღლესთან ერთად გარდაიცვალა კოვიდით!!!! ვემუდარებოდი აიცერი-მეთქი, ვერ გავაგებინე!! ორივემ მოასწრეს ერთხელ აცრა მხოლოდ!! ეს არის ტრაგედია!! რა დროს არჩევნებია ხალხს მიხედონ გააგზავნონ ახალგაზრდა ჭკვიანი ექიმები სტაჟირებაზე საზღვარგარეთ, იქნებ რაღაც ახალი მეთოდებია პაციენტების მართვის. ხომ არ შეიძლება ასე, პაციენტები თავისი ფეხით შედიან საავადმყოფოში და იქიდან სასახლით გამოჰყავთ!!!! კასკდა გული ამდენი უბედურებისგან", - წერს ექიმი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემი დაუდევრობა არ გაიმეოროთ" - რას წერს თამუნა თანდაშვილი