საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ფილოსოფოსი და ვეფხისტყაოსნის გამოცემათა რეკორდული რაოდენობის გამომცემელი ბადრი შარვაძე გარდაიცვალა.
„გარდაიცვალა ბადრი შარვაძე!
ფილოსოფოსი, გამომცემელი წიგნის - მოტრფიალე!
ვეფხისტყაოსნის გამოცემათა რეკორდული რაოდენობით გამომცემელი!
არაორდინალური პიროვნება! გული ჩამწყდა! მშვიდობით, ბატონო ბადრი!“, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇