ექიმი სოფო ბერიძე, რომელიც კორონავირუსის შესახებ სტატუსებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს და რეკომენდაციებს უზიარებს, მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ Covid 19 აღმოჩნდა ყველაზე პოლიტიზებული დაავადება.
„სექტემბრის დასაწყისში, დღიურ ათეულობით შემთხვევაზე დაყრდნობით, მარტივი ეპიდემიოლოგიური დათვლით, ნათელი იყო როგორი ნოემბერი და ზამთარი დადგებიდა საქართველოში!
ეს შეიძლებოდა ვერ გაეთვალა მეწაღეს, ხაბაზს, დალაქს - ჩვენთვის, საექიმო წრისთვის - ეს იყო, როგორც - ორჯერ ორი ოთხი!
პოლიტიკური მიზნებით, ინტერესებით და გათვლებით - დღეს ვართ იქ, სადაც ვართ!
Covid 19 აღმოჩნდა ყველაზე პოლიტიზებული დაავადება!
ჩვენ, ექიმები აღმოვჩნდით ყველაზე სუსტი, დეტერმინებული და არაერთიანი, პოლიტიკური მიკერძოებულობის აკიდების კომპლექსით შეპყრობილებილი სოციალური კლასი - არასაკმარისად გულწრფელი, რომ როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციისთვის ხმამაღლა გვეყვირა:
- ასე თუ გაგრძელდება, ბევრი მოკვდება!
ვერ გავერთიანდით, რომ გავმხდარიყავით თუნდაც იმ თენგიზ ცერცვაძის საპირწონე ძალა, რომელმაც დღეს პასუხი ვერ გასცა მარტივ კითხვას -
რამდენად საფრთხის შემცველია პანდემიის დროს წყლის გამოყენება?!
ვერ თქვა -კი, საფრთხის შემცველია!
პოლიტიკამ შეუშალა ხელი დაეცვა თავისი უპირველესი პროფესიული მორალი - ,,არ ავნო!"
ასე, რომ მცდარია მოსაზრება - ექიმები ჩაერია პოლიტიკაში!
სწორია - პოლიტიკა ჩაერია მედიცინაში -უხეშად და ბოროტად!“- წერს ექიმი, სოფო ბერიძე ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ფაქტობრივად, აღარ დარჩა ჯანმრთელი მედიკოსი - ინტერვიუ ექიმ ნანა სხილაძესთან
ემიგრანტები მწერენ ფული სად გამოვაგზავნოთო - ნანუკა ჟორჟოლიანი
აქციების შედეგებს 1 კვირის შემდეგ დავინახავთ - გამყრელიძე
სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად?