საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერი და „ბალენსიაგას” მოდის სახლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ექსცენტრიკული ხედვით, რევოლუციური იდეებითა და სენსაციური კოლექციებით მოდის ინდუსტრიის მწვერვალებს იპყრობს. ამჯერად, სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი ინტერვიუ გავრცელდა.
„პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, დაახლოებით 90 პორტფოლიო გავგზავნე. არსად ამიყვანეს.
აქა-იქ რამდენიმე კომერციული შეთავაზება მქონდა, მაგრამ უკვე ვფიქრობდი, რომ ამ ინდუსტრიაში სამსახურს ვერ დავიწყებდი.
მე არ ვიყავი ძალიან სოციალური, ვგულისხმობ მოდის კვირეულზე სიარულს და ხალხთან ურთიერთობას.
გადავწყვიტე, რომ პორტფოლიო მარჯიელაში გამეგზავნა. შეიძლება ეს ჩემი ეკონომისტის გონების დამსახურებაა, მაგრამ ვიფიქრე, [პორტფოლიო] უნდა გახსნან, შეფუთვა მნიშვნელოვანია. ზოგჯერ კომპანიები თავს არც იწუხებენ, რომ გადაშალონ რასაც იღებენ.
პორტფოლიო პიცის ყუთში ჩავდე და გავგზავნე.
მათი ყურადღება მივიქციე, დამირეკეს და მითხრეს: „გვინდა ჩვენს გუნდს შემოუერთდე. შეძლებ, რომ 10 დღეში პარიზში ჩამოხვიდე?“.
3 თვე მეგობრის ბინაში დივანზე მეძინა, მაგრამ ეს უმნიშვნელო იყო, რადგან პარიზში ჩემთვის კარები გაიღო“, - აცხადებს დემნა გვასალია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ამას ჰქვია - ფეხი დამადეთ, თავზე დამადეთ?“ - რა ფოტო გამოაქვეყნა კრისტი ყიფშიძემ
🔵„არ ვეშვები ამ სურვილს - მტკვარს რომ ფილტრები დაუყენონ ... “ - რა ოცნება აქვს ნათია ფანჯიკიძეს
🔵„ჩემი ძმა“ - ზაზა ფაჩულია გიგა ჭიკაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს