ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით მშობლებს რეკომენდაციით მიმართავს და მოუწოდებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მქონე არიან, ონლაინ სწავლების რეჟიმი აირჩიონ.
„ბავშვები საკლასო ოთახებში უნდა დაბრუნდნენ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც ტიპის რისკები, ბუნებრივია ამას თან ახლავს, მით უმეტეს შიდა გავრცელების ამ ფაზაზე, რომელშიც ქვეყანა. სწავლების ორი ტიპია ქვეყანაში და როგორც ექიმი მივცემდი რეკომენდაციას, რომ ონლაინ რეჟიმი აირჩიონ იმ ოჯახებმა, რომელთა ბავშვები აუცრელები და რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები არიან“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „კვირას“ პრესკლუბში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ჩემი სიკეთე და ანგელოზი დავკარგე“ - ხატია დეკანოიძის ემოციური დამშვიდობება მამასთან
🔵„ამას ჰქვია - ფეხი დამადეთ, თავზე დამადეთ?“ - რა ფოტო გამოაქვეყნა კრისტი ყიფშიძემ
🔵„არ ვეშვები ამ სურვილს - მტკვარს რომ ფილტრები დაუყენონ ... “ - რა ოცნება აქვს ნათია ფანჯიკიძეს
🔵„ჩემი ძმა“ - ზაზა ფაჩულია გიგა ჭიკაძესთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს