2019 წლის 21 იანვარს „ტვ პირველის“ წამყვანი ლევან ჩხაიძე სამსახურებრივი მივლინებით ბუდაპეშტში იმყოფებოდა, რა დროსაც ის სავარაუდოდ, თრომბით გარდაიცვალა. გარდაცვლილი სოციალურ ქსელში მისმა კოლეგამ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გაიხსენა და ემოციური წერილი მიუძღვნა.
„დღევანდელ დღეს, 21 იანვარს წავიდა. ვისწავლე, როგორ არ უნდა გასკდეს გული, როცა მეგობარი გენატრება და იცი, რომ აღარაა…
ეს ბიჭი, მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება, როგორ მიყვარს“, - წერს ინგა გრიგოლია.
ასევე დაგაინტერესებთ👇