Digest Logo

VIDEO: „გული მხევს ამათი სიყვარულით" - როგორ ეფერება მუცელში მყოფ დას ალექსანდრა პაიჭაძის შვილი

1629110390
ალექსანდრა პაიჭაძე

მოდელმა, ალექსანდრა პაიჭაძემ რამდენიმე დღის წინ „ფორმულას" ეთერში დიდი საიდუმლო გაამხილა და თქვა, რომ ორსულადაა. მალე ის გოგონას დედა გახდება. მოდელი ფეხმძიმობის ამბავს 5 თვის განმავლობაში მალავდა. თუ ვინ არის ბავშვის მამა, ამაზე მოდელი ხმამაღლა არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ორი წელია, რაც საყვარელ მამაკაცთან ურთიერთობა აქვს და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

„24 და 25 კვირა! როგორ შევძელი ასეთი ღიპუცას დამალვა? ერთი მიზეზია, და გავშლი… ასანკა და სრულიად გამართული, გაჭიმული სიარული… ეს ჩვევა დამეხმარა! როცა სხეულის კორსეტი კუნთით, ვარჯიშისგან შეკრული და დაჭერილია, როცა ხერხემალი ჰაერშია აზიდული და „მძიმედ” არ მოძრაობ, როცა ნიკაპიც სათანადო სიმაღლეზეა და წინ იყურება, იოლია, არც წონა მოიმატო ამავე ზონებში, არც ღიპის კონტროლი დაკარგო, არც მხრებში მოიხარო და შეინარჩუნო სინარნარე… მოკლედ ასანკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს… ასანკა და თავდაჭერა კი, ქართულმა ცეკვამ და სამოდელო საქმიანობამ ჩამინერგა, პატარაობიდანვე! ჩემ გოგოსაც არ მოვაკლებ ამ სიამოვნებას, ადრე თუ თავაწეულს, ქედმაღალს და „გაჯგიმულს” მეძახდნენ, მხოლოდ ამის გამო, ვხედავ როგორც მადგება ყველაფერში, მხრებგაშლილი და წელში გამართული ადამიანი, უკვე თავისთავად გამოასხივებს თავისებურ იმპულსს, რომელიც სხვებს მხოლოდ მისი პატივისცემისკენ გვიბიძგებს, მიკრო და ქვეცნობიერ დონეზე…გაიმართეთ, თავი მაღლა და ზურგის კუნთები მუდამ განვითარებული გქონდეთ, რაიცით როდის მოუწევს რამდენიმე კგ სიხარულის ტარება ცოტა ხნით თქვენს სხეულს", - წერს ალექსანდრა პაიჭაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„მადლობა, ჩემ სიყვარულს, ამხელა ძალისთვის და ჩემი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე გაზრდისთვის“ - ალექსანდრა პაიჭაძე მეორე შვილის მოლოდინში და პირველი ემოციები

VIDEO: ალექსანდრა პაიჭაძე ორსულადაა - ნახეთ, ვისგან ელოდება შვილს მოდელი

ვინ აჩუქა ალექსანდრა პაიჭაძეს „პორშე" და რატომ მალავს მოდელი ავტორის ვინაობას