Digest Logo

VIDEO: „რაღაცის თქმა მინდა და ვერ ვამბობ... ერთი თვე გაქვთ“ - გიორგი ფხაკაძის საგანგებო მიმართვა

1630688710
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მეგობრებს მიმართავს, აიცრან, რადგან 1 თვეში ფაიზერის ვაქცინა ხელმისაწვდომი აღარ იქნება და ანტივაქსერებს მოუწევთ სპუტნიკით, ან ჩინურით აცრა.

„არის რისკები, რომ ფაიზერის ვაქცინა იმდენი რაოდენობით ქვეყანაში არ იქნება. რაღაცის თქმა მინდა, მაგრამ ვერ ვამბობ, მერე უნდა ვინერვიულო და ჩემი ნერვიულობით სიტუაცია არ იცვლება. ვინც ხართ ჩემი მეგობრები, მიყურებთ და მისმენთ, ერთ პატარა რჩევას მოგცემთ, აიცერით, სანამ ვაქცინა არის. ანტივაქსერები კი , ნუ აიცრებიან, რა ვქნა, ნუ აიცრებიან, ზოგი ჭირი მარგებელია, ისინი მაინც არ აიცრებიან, თავი დაანებეთ, როცა გამოფხიზლდებიან მერე მოუწევთ სპუტნიკით, ან ჩინურით აცრა და ვინც ჩემი მეგობრები ხართ, ეს ბოლო გაფრთხილებაა, აიცერით, თქვენ გაქვთ ეს ერთი თვე, აიცერით ფაიზერით და მოითხოვეთ ის"- ამბობს ვიდეომიმართვაში გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 19 წლის ასაკში უსიყვარულოდ გათხოვება და ორსულობისას ცემით სიკვდილი - ახალგაზრდა გოგოს სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი ამბავი

🔵 2 ქორწინება, 14 წლით უმცროსი მეუღლე და კონსერვატორიიდან „გაგდებული“ - ვაჟა აზარაშვილის პორტრეტი

🔵„ვიხრჩობოდი ხველებით, ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა. სასუნთქი ჟანგბადი არ გავიკარე" - ჟურნალისტი კოვიდის დასამარცხებელ სენსაციურ წამალს ასაჯაროებს