1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში პრაიდის კვირეული იმართება, რის ფარგლებშიც ლგბტ თემის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მათ შორის „ღირსების მარში”.
პრაიდის კვირეულს საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება და 5 ივლისს მასშტაბურ კონტრ-აქციას აანონსებენ.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა შალვა კეკელიამ.
„მე უკან დამხევი აღარა ვარ, მე ერს არ გაგარყვნევინებთ, მე ერს არ გაგანადგურებინებთ, მე ამ ქვეყანაში შვილები მეზრდება, მე ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. მე მინდა, რომ ჩემი შვილები ამ ქვეყანაში გავზარდო, სადაც ღირებულებების და ფასეულობების ქვეყანაა.
ჩვენ არ ვართ ძალადობის მომხრე, როგორ შეიძლება მღვდელი ძალადობის მომხრე იყოს. მაგრამ არავის არ მივცემთ ქადაგების უფლებას ჩვენს ქვეყანაში. მათ თავისუფლად შეუძლიათ, პირველიდან ხუთამდე აქვთ დაანონსებული პრაიდი, ღამე ჩუმად გაიარონ, მაგრამ ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენ გავივლით და ვერაფერს ვერ გვეტყვით ჩვენ. რადგან ასე გვეუბნებიან და ომი გამოგვიცხადეს, ჩვენ ვეტყვით თქვენ ვერ გაივლით, ვერასოდეს ვერ იქადაგებთ ამას. თქვენ დადიხართ ყოველდღე რუსთაველზე და სიარულს არავინ არ გიშლით. ყოველდღე დადიან ასეთი ადამიანები და არასდროს აგრესია არ გამოგვიხატავს მათ მიმართ.”, – ამბობს მამა შალვა კეკელია.
აგრეთვე წაიკითხეთ:
VIDEO: ეშმაკეულს ნაკურთხ წყალს, რომ ვასხამდით სახეს იფარავდა, ეშინოდა - კეკელია