Digest Logo

„ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ“ - რა შეემთხვა ახალგაზრდა გოგოს რუსთაველზე

1625548693
რუსთაველზე თავს დაესხნენ

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნატალია ურიდია ფეისბუკში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ გუშინ, 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფები რუსთაველზე თავს დაესხნენ.

როგორც თავად წერს, ვიღაცამ თავში ბოთლი ჩაარტყა.

„ცოტა ხნის წინ გამოვედი სამსახურიდან, სტამბაში გვაქვს ოფისი და რუსთაველის მოედანზე მიწევს გავლა, რომ მერე მეტროში ჩავიდე.

ვიღაც რიგითმა „ფაშისტმა“ დამაძალა ჩანთის მოხსნა, რომელსაც თბილისი პრაიდი აწერია.

მას შემდეგ, რაც უარი ვუთხარი, წამოდგა და ჩემკენ გამოიწია. ამასობაში უკნიდანაც ვიღაც მონსტრები მეცნენ, თავში ბოთლი ჩამარტყეს, ყური მომაგლიჯეს და ხელზეც მეჯაჯგურნენ. მადლობა განგებას, რომ დედაჩემთან ერთად ვიყავი და გადავრჩი ძალიან შემთხვევით.

მეზიზღება აქაურობა“,- წერს ურიდია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ბევრად მეტნი ვართ ჰეტეროები, რომელთაც ქალები გვიყვარს“ ვატაროთ აღლუმები?“ – დათო ევგენიძე

„15 კაცს ვყავდი გაკავებული... წიხლი მომხვდა, მამაომ თმა მომქაჩა - დაუცველი იყო პატრულის თანამშრომელიც“ – ჟურნალისტი ერთ-ერთ ინციდენტზე

„ჩვენი პატრიარქის მტრობა დასჯადი უნდა გახდეს“ - თათარაშვილი ინიციატივით გამოდის