Digest Logo

„15 კაცს ვყავდი გაკავებული... წიხლი მომხვდა, მამაომ თმა მომქაჩა - დაუცველი იყო პატრულის თანამშრომელიც“ – ჟურნალისტი ერთ-ერთ ინციდენტზე

1625514029
დაშავებული ჟურნალისტი

დღეს ღირსების მარშის კონტრაქციის წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ინციდენტი მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მოხდა, სადაც „ტვ პირველის“ გადამღები ჯგუფი დაატყვევეს. მოძალადეებმა მათ დაუმტვრიეს კამერა და მობილური ტელეფონი.

ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება, რომელსაც ჩამტვრეული აქვს ყბის ძვლები, ჟურნალისტი კი ინციდენტის დეტალებს იხსენებს:

„ჩემი ოპერატორი ლექსო ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იმიტომ, რომ დამიცვა. პირველად, როდესაც შემოიჭრნენ, პირველი წიხლი მომხვდა მე. მერე უკნიდან თმა მომქაჩა მამაომ. მითხრა, რომ ახლა მაინც გაგაჩუმებო. ამ დროს ჩემმა ოპერატორმა უთხრა ფრაზა, რას აკეთებ ჟურნალისტიაო. ამ დროს ვიყავით ჩაკეტილები მე და ჩემი ოპერატორი – როცა კოლეგებს ვხედავთ, ერთმანეთს კბილებით ვიცავთ ხოლმე. ამ შემთხვევაში კი ძალიან დაუცველები ვიყავით მე და ჩემი ოპერატორი. რაც მთავარია, დაუცველი იყო საპატრულოს ერთი თანამშრომელი. ერთადერთი სამოც კაცთან. არ მინდა წარმოვიდგინო – იქ რომ „სირცხვილიას“ აქტივისტები დახვედროდათ აუცილებლად იქნებოდა მსხვერპლი.

კიბის მოაჯირზე 15 კაცს ვყავდი გაკავებული, ვკიოდი – ჩემი ოპერატორი არ მოკლათ-მეთქი, რომელსაც 5 წუთი უმოწყალოდ სცემდნენ. რომ ვკიოდი მჩქმეტდნენ და წიხლებს მირტყამდნენ. ერთადერთი დადებითი ის იყო, რომ მესმოდა ხმა. როცა ხმა ვეღარ გავიგე, მეგონა, რომ მოკლეს. ტელეფონი გადამიგდეს და მხოლოდ ფილმებში მინახავს ეს სცენა – ოცმა კაცმა ჩაითრიეს ლექსო და აღარ ჩანდა“, – თქვა ჟურნალისტმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

შსს სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს

„ორივე მხარეს ეხება ეს - ისეთს რა ფასეულობებს იცავთ, რომ მის დაცვაში ყველა სხვა ფასეულობას თელავთ“ - მაკა რაზმაძე

„ვფიქრობ, სპეციალურად იყვნენ შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც იძალადეს“ - ხათუნა ჟორდანია