მომღერალმა, ლელა წურწუმიამ 7 აგვისტოს „ღამის სიჩუმე“ ბათუმში გაფანტა. დიახ, ალბათ გახსოვთ, მან დიდი კონცერტი გამართა, რის შემდეგაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც ცნობილია, ლელა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმ, ლევან რატიანთან გადიოდა მკურნალობას.
ლელამ დაამარცხა მომაკვდინებელი ვირუსი და ახლა თავს კარგად გრძნობს.
სოციალურ ქსელში უკვე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომ გადაცემის ახალი სეზონისთვის ემზადება.
„ვემზადებით გადაცემისთვის
#მხოლოდლელასთან
6 სექტემბერი
22.00 საათი“, - ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵დათო კიკალიშვილი ცნობილ ექიმზეა დაქორწინებული - როგორია წყვილის სიყვარულის ისტორია