Digest Logo

ყურადღება! - ჩინური ვაქცინით აცრილებისთვის კულუმბეგოვი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

1630648298
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სინოფარმი/სინოვაკით აცრილებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ჟურნალ „ლანცეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ჩინურმა ვაქცინებმა ახალი, პოზიტიური შედეგები დადო.

„ჟურნალ ლანცეტის პრეპრინტში გამოჩნდა ჩინური მონაცემები სინოფარმი/სინოვაკის კლინიკური ეფექტურობის შესახებ ჩინეთში მიმდინარე დელტა ვარიანტით (B.1.617.2) გამოწვეული აფეთქების (მაისი-ივნისი, გუანდონგი) დროს.

10 ათას ადამიანზე არსებული დაკვირვებაა, სინოვაკი/სინოფარმის გამოყენების პროპორცია იყო 60/30-ზე. აქედან მხოლოდ 19 ადამიანს (ყველა აუცრელს) განუვითარდა მძიმე/კრიტიკული დაავადება.

100% ეფექტურობა მძიმე/კრიტიკულ დაავადების განვითარებაზე!

70% ეფექტურობა საშუალო სიმძიმის დაავადების განვითარებაზე!

59% სიმპტომური დაავადებისგან დაცვა!“, – წერს კულუმბეგოვი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ვაჩერებთ საინფორმაციო გადაცემებს" - რა ხდება „ტვ პირველში"

🔵19 წლის ასაკში უსიყვარულოდ გათხოვება და ორსულობისას ცემით სიკვდილი - ახალგაზრდა გოგოს სასტიკი მკვლელობის გაუხმაურებელი ამბავი

🔵VIDEO: „ვაიმე, რა გავაკეთო?“ - კახელი პაპას რეაქცია, როდესაც გაიგო, რომ მოქალაქეებმა 177 000 ლარზე მეტი შეუგროვეს